იურგენ კლოპი: 7:3 უნდა მოგვეგო [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდის "ბორუსია" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა.

მე-17 წუთზე მასპინძლები სვენ შიპლოკმა დააწინაურა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.

37-ე წუთზე კევინ ფოლანდმა ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა 44-ე წუთზე მეკარისა და მასპინძელი მცველების ბრიყვული შეცდომის წყალობით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ერთი გოლი გაქვითა.

67-ე წუთზე ნური შაჰინმა მარცხნიდან ჩააწოდა, ლუკაშ პიშჩეკს მეკარე გრაალმა თავური აუღო, მაგრამ პიშჩეკმა დამატებაზე იყოჩაღა და "დორტმუნდი" მარცხისგან იხსნა.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ჰოფენჰაიმმა" უამრავი მომენტის შექმნის საშუალება მოგვცა. მართლა შეგვეძლო მოგება, თანაც ასე 7:3, მაგრამ ვერ მოვახერხეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული