წავა ილქაი მადრიდში?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" დორტმუნდის "ბორუსიას" 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი რომ აინტერესებს, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. გასულ უქმეებზე ესპანური გამოცემა AS-ი კიდევ ერთხელ წერდა, რომ მადრიდელებს მისი შეძენა უკვე სერიოზულად უნდათ.

"ილქაისა და სხვა ფეხბურთელებზეც იმდენი რამ იწერება, ყველაფერი რომ დავიჯეროთ, ძალიან უნდა ავნერვიულდეთ იმის გამო, რომ მალე გუნდი დაგვეშლება,
" - ამბობს "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

ამ დროს "ასი" გიუნდოგანის მამის სიტყვებს ციტირებს: "რეალი" ჩემი შვილით ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული და მადრიდელებს მოლაპარაკებების დაწყება უნდათ. თუმცა ეს შეუძლებელია მანამდე, სანამ
ილქაი ზურგის ტრავმას ბოლომდე არ მოიშუშებს. მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მისი გამოჯანმრთელების შემდეგ შეიძლება,
" - ამბობს ირფან გიუნდოგანი.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, გიუნდოგანი მადრიდელებს ჩაბი ალონსოს შემცვლელად სურთ. დამაინც: რამდენად რეალურია გიუნდოგანის "რეალური" ვარიანტი? ვატცკე: "ჩვენ არც ფეხბურთელისგან გვსმენია რამე და არც მისი მრჩევლებისგან."

ილქაის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, დორტმუნდელებს კი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ. ილქაიმ ბოლო მატჩი 14 აგვისტოს, გერმანიის ნაკრებში ჩაატარა (პარაგვაისთან 3:3) და მას მერე ტრავმის გამო აღარ უთამაშია. გიუნდოგანი, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელებულია და იანვრიდან, წესით, სრული დატვირთვით ვარჯიშს უნდა შეუდგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული