აუფ ვიდერზეენ რაკიტიჩს?

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხორვატიის ნაკრებისა და „შალკეს“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სეზონის ბოლოს გელზენკირხენულ კლუბს დატოვებს. რაკიტიჩს „შალკესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და რაკი ახალი კონტრაქტის შესახებ დღემდე გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ივანის გელზენკირხენში დარჩენა უკვე ფაქტობრივად გამორიცხულია.

„უკვე პესიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ივანისა და ჩვენი გზები გაიყრება“, - განაცხადა გუშინ „შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა. ფეხბურთელის მრჩეველმა მიხაელ ურშელერმა კი უფრო კონკრეტული განცხადება გააკეთა - ესპანურ „ასს“ უთხრა, რომ მისი კლიენტი „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს
არაფრისდიდებით არ გააფორმებს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რაკიტიჩმა ზაფხულში „შალკე“ უფასოდ უნდა დატოვოს და თუ გელზენკირხენელებს მისი ტრანსფერიდან ფინანსური სარგებლის ნახვა სურთ, მაშინ ხორვატი ნახევარმცველი იანვარში უნდა გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი „შალკეში“ 2007 წელს „ბაზელიდან“ გადავიდა და „ხუმარებმა“ მაშინ შვეიცარიულ კლუბს ხუთი მილიონი ევრო გადაუხადეს.


გოტგრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული