ბუნდესლიგა: ინტრიგა კვდება, სეირი რჩება

AutoSharing Option

„მაინცმა“ მოიგო, მეორე ადგილზეა, მაგრამ უკვე დავრწმუნდით, რომ დიდი ვერაფერი ხვითოა, „ლევერკუზენმა“ კი ვერ მოიგო და დორტმუნდის „ბორუსიას“ უკვე 11 ქულით ჩამორჩება. რაც ცხრილში „ლევერკუზენის“ (ანუ, მესამე ადგილის) დაბლა ხდება, სალაპარაკო აღარაა - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. მოკლედ და კონკრეტულად: იმის თქმა გვინდა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ცოტაც და გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოსაწყენი გახდება, თანაც, ძალიან მოსაწყენი...

...იმიტომ, რომ „დორტმუნდი“ იგებს, იგებს, იგებს და ცოცხალი თავით არ აგებს! ამიტომაც მღეროდნენ დორტმუნდელი ფანები „გლადბახთან“ ნაჩვენები მორიგი ბრწყინვალე ფეხბურთის შემდეგ (4:1),

გერმანიის ჩემპიონი მხოლოდ BVB გახდებაო. მიონხენგლადბახელ სეხნიასთან მოგებული თამაში იურგენ კლოპის გუნდისთვის რიგით მე-12 იყო - მაინც შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგაში სულ 14 ტურია ჩატარებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმარისია კიდევ ერთი თამაშის მოგება ზამთრის პაუზამდე და „დორტმუნდს“ შემოდგომის ჩემპიონობა გარანტირებული ექნება. ამ დროს, „გლადბახს“ უკვე 40 გოლი აქვს გაშვებული და მთელი საფეხბურთო გერმანიისთვის დაცინვის უპირველესი ობიექტია. ეს მიონხენგლადბახელთა რიგით მეცხრე ისეთი თამაში იყო, როცა სამი ან სამზე მეტი გოლი გაუშვეს.

დავუბრუნდეთ ლიდერს: ვინ ან რამ უნდა შეაჩეროს კლოპის „ბორუსია“? ფაქტია, რომ თუ რამე სასწაული არ მოხდა, ზამთრამდე „შავ-ყვითლებს“ ვერავინ ვერაფერს დააკლებს. აი, ზამთრის პაუზამ კი, შესაძლოა, კლოპის ბიჭები ოდნავ მოადუნოს - ხაზს ვუსვამთ, შესაძლოა. „უკვე 37 ქულა გვაქვს, რაც ნაღდად სასწაულია,“ - ეს სიტყვები მეკარე რომან ვაიდენფელერს ეკუთვნის, რომლის შესახებ გერმანიის ნაკრების ყოფილმა კიპერმა იენს ლემანმა „სქაი სპორტის“ პირდაპირ ეთერში თქვა, ორი აზრი არ არსებობს, ბუნდესლიგაში საუკეთესო მეკარე დღესდღეობით რომანიაო. ლემანის აზრით, ვაიდენფელერი დიდი ხანია, გერმანიის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. „გერმანიის ნაკრებზე ვოცნებობ, მაგრამ არ ვფიქრობ. რაც შეეხება ჩვენს ლიდერობას: მართალია, მე-14 ტურის მერე პირველ ადგილზე ყოფნა არაფერს ნიშნავს, მაგრამ როცა ჩვენი ფანები ჩემპიონობაზე სიმღერას იწყებენ, ვერ დაგილამავთ, თმები ყალყზე მიდგება,“ - ამბობს ვაიდენფელერი.


წაიფორხილა, აურია, მაგრამ არ მოკვდა, დაბრუნდა და ევროპისკენ მიილტვის - ალბათ მიხვდით, „მაინცზე“ ვსაუბრობთ. „ნიურნბერგთან“ ძველი სილაღით მოგებული მატჩის მიწურულს, „ბრუხვეგშტადიონზე“ შეკრებილი ქომაგები მღეროდნენ, ევროპა, მოვდივართო. 30 ქულა 14 ტურის შემდეგ - „მაინცი“ მეორე ადგილზე რჩება და როგორც იქნა, საფეხბურთო გერმანიამ ისევ იხილა კარნავალელთა მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის შემართული მუშტი. პირველი მოგება საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი ნულზე წაგებული მატჩის შემდეგ - „მაინცი“ დაბრუნდა და ფანებიც შეირიგა. 313-წუთიანი უგოლო სერიის შემდეგ კვლავ იხეირა ანდრე შიურლემ, მეორე და მესამე გოლები კი მცველმა ნიკოლჩე ნოვესკიმ და „ჯოკერმა“ სამი ალაგუიმ გაიტანეს.

ისე, დაბრუნდაო, პირველ რიგში არა „მაინცზე“, არამედ ალბათ „ბაიერნზე“ უნდა გვეთქვა. მიუნხენელებმა ფრანკფურტის „აინტრახტი“ „მოინელეს“ (4:1) და მეხუთე ადგილამდე აღზევდნენ, ეს კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკორდმაისტერისთვის ამ სეზონში საუკეთესო მიღწევაა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: „ბაიერნი“ საუკეთესო ხუთეულში პირველად შევიდა. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გამარჯვების შემდეგ ძალიან რომ ხარობდა. რაც „ბაიერნისთვის“ ყველაზე მთავარია, კლუბის ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც სამშაბათს უნდა შედგეს, რეკორდმაისტერში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ბოლო დროს ვან გაალსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, ახლა კი, „ზებენერშტრასეზე“ ჰარმონიამ დაისადგურა. „ბაიერნში“ სიმშვიდე და ჰარმონია მხოლოდ მაშინაა ხოლმე, როცა გუნდი თამაშებს იგებს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ პირველ წრეში დარჩენილ სამივე თამაშს მოვიგებთ,“ - თქვა მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა. ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი ვან გაალი სულაც შეაქო და ფაქტია, ლუისი ამიტომაც იყო ძალიან ბედნიერი. თქვა კიდეც, მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის მერე ქება ისევ დავიმსახურეო. სხვათა შორის, ჰოლანდიელმა შეცდომაც აღიარა, შვაინშტაიგერზე არ უნდა მეთქვა, თუ კონტრაქტს არ აგრძელებს, დაე წავიდესო. რაც შეეხება მიზნებს: „ჩვენთვის პროგრამა მინიმუმი მესამე ადგილის დაკავებაა, ამ პოზიციას კი მხოლოდ სამი ქულაღა გვაშორებს,“ - თქვა და ხელები მოიფშვნიტა ვან გაალმა.

აღსანიშნავია, რომ თეოფანის გეკასის გოლის მომენტში ბავარიელთა მცველმა დანიელ ვან ბუიტენმა სამარცხვინო შეცდომა დაუშვა, რისთვისაც მატჩის მერე ყველას მოუბოდიშა - ვწუხვარ, მაგრამ უშეცდომო ადამიანი არ არსებობსო. ისე, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ბელგიელს უკვე ნამეტანი მოსდის. რაც ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ: აღსანიშნავია ანატოლი ტიმოშჩუკის დუბლი და ის, რომ მარიო გომესმა ბოლო 11 ოფიციალურ მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო. მარიო ვან გაალმა შეაქო, „ბაიერნი“ გომესის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენიაო. ოჰო...

„შალკე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი გავიდა, რისთვისაც გელზენკირხენელები ფელიქს მაგათს ნამდვილად ემადლიერებიან, მაგრამ ხვდებიან, რომ „შალკე“ ლიგის მომგები მაინც არაა და რომ „ხუმარებისთვის“ მთავარი მაინც ბუნდესლიგა უნდა იყოს. იქ კი, მაგათის გუნდი სამარცხვინოდ იქცევა. არადა, თითქოს „შალკე“ გამოსწორების გზაზე იყო დამდგარი. მოკლედ, „ხუმარებმა“ ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგეს - 0:5 კაიზერსლაუტერნში.

სადავო აღარაფერია: რაულს, ჰუნტელაარს და კომპანიას ბუნდესლიგა ფეხებზე ჰკიდიათ და თუ მაგათმა სასწრაფოდ რამე არ შეცვალა, ნუ გამოვრიცხავთ, რომ „შალკემ“ ბერლინის „ჰერტას“ ბედი გაიზიაროს. ფაქტების კასკადი: „შალკეს“ უკვე შვიდი წაგება აქვს - ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა სეზონში 34-ე ტურის შემდეგ ჰქონდა; მხოლოდ სამი მოგება ბუნდესლიგის 14 თამაშში - ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემპიონთა ლიგის 5 თამაშში; მაგათმა კი სამწვრთნელო კარიერაში 0:5 ოდენ მესამედ წააგო (მანამდე, ასეთი „ბედნიერება“ წილად ორივეჯერ „ჰამბურგში“ მუშაობისას ხვდა).

„დესპოტი ფელიქსი“ მაინც არ გატყდა და მატჩის შემდეგ თქვა, მიხარია, რომ დიდი ანგარიშით წავაგეთ, კარგად გამოჩნდა, რაში უნდა გამოვსწორდეთო. ფანებს კი მისი თავშეკავება უკვე ყელში ამოუვიდათ და თამაშის მიწურულს ერთხმად სკანდირებდნენ, მაგათი გააგდეთო. „ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. მე მესმის ჩვენი გულშემატკივრების. თუ ასე გავაგრძელებთ, მეორე ბუნდესლიგაში გავარდებით,“ - ეს კაპიტან მანუელ ნოიერის სიტყვებია.

„შალკეს“ ჯოჯოხეთი „კაიზერსლაუტერნის“ სამოთხეა: „წითელი ეშმაკები“ ამ გამარვებით გასავარდნ ზონას გვარიანად მოშორდნენ და თავს მშვიდად გრძნობენ. დიდი ხანია, ბეტცენბერგს ასე არ უზეიმიაო, ბედნიერი იყო „ლაუტერნის“ თავკაცი მარკო კურცი. „შალკეს“ კი მომდევნო ტურში „ბაიერნი“ უნდა ესტუმროს...

მომდევნო ტური
3 დეკემბერი. ზტ. პაული-კაიზერსლაუტერნი. 4 დეკემბერი. შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი, ვოლფსბურგი-ვერდერი, აინტრახტი-მაინცი, ბორუსია (მ)-ჰანოვერი, ფრაიბურგი-ჰამბურგი, შალკე-ბაიერნი. 5 დეკემბერი. ლევერკუზენი-კიოლნი, ნიურნბერგი-ბორუსია (დ).


მაინცი-ნიურნბერგი 3:0
მაინცი (4-4-2): ვეტკლო - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - რისე (69. ივანშიტცი), კალიჯური (83. კარჰანი), პოლანსკი, ფუხსი - შალაი, შიურლე (75. ალაგუი).
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი (76. მინტალი), მარო, ვოლფი, ბილერი - სიმონსი - აიგლერი (67. ექიჩი), ჰეგელერი, გიუნდოგანი, ფრანტცი (67. მაკი) - შიბერი.
გოლები: 1:0 შიურლე (27), 2:0 ნოვესკი (54), 3:0 ალაგუი (86)
გაფრთხილება: კალიჯური, შიურლე, ნოვესკი, ალაგუი - მარო, ვოლფი
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10(4)-13(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 300

კაიზერსლაუტერნი-შალკე 5:0

კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - კირხი, ტიფერტი (81. დე ვიტი) - ილიჩევიჩი (84. მიჩანსკი), მორავეკი, რივიჩი - ლაკიჩი (81. ნემეცი).
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი (46. მატიპი), კლუგე - ფარფანი, ედუ (46. ხურადო) - რაული, ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 ლაკიჩი (8), 2:0 ამედიკი (39), 3:0 ლაკიჩი (56), 4:0 ილიჩევიჩი (76-პენ), 5:0 მორავეკი (88)
გაფრთხილება: დიკი, ტიფერტი, რივიჩი - ჯონსი, ფარფანი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 15(8)-6(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 49 474

ჰანოვერი-ფრაიბურგი 3:0

ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - შტინდლი, შმიდებახი - ჩაჰედი (84. ბიზლი), რაუში - შლაუდრაფი (86. ჰანკე), ია კონანი (91. ფორსელი).
ფრაიბურგი (4-1-3-1-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი (46. ბუტშერი), ტოპრაკი, ბასტიანსი - შუსტერი - პუცილა (46. რაიზინგერი), მაკიადი, აბდესადკი (73. იანო) - როზენტალი - სისე.
გოლები: 1:0 შლაუდრაფი (15), 2:0 ია კონანი (73), 3:0 ჰანკე (89)
გაფრთხილება: შუსტერი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 5-9; კარში დარტყმა: 12(8)-13(2); ბურთის ფლობა: 48%-53%.
მაყურებელი: 34 108

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 2:2

ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ჰაასი - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი - რუდი, ლუის გუსტავო - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი (74. სიგურდსონი) - იბიშევიჩი (87. პრინს ტაგო), მლაპა (46. ბა).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, ჰიიპია, კასტრო - როლფესი (55. რაინარტცი), ვიდალი (65. ლ. ბენდერი) - ბარნეტა, რენატო, სემი - დერდიოკი (76. ბალიტში).
გოლები: 0:1 სემი (8), 0:2 ვიდალი (10-პენ), 1:2 იბიშევიჩი (38), 2:2 სიგურდსონი (94)
გაფრთხილება: ვორსა - ვიდალი, ადლერი, კასტრო
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15(6)-7(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 29 250

ჰამბურგი-შტუტგარტი 4:2

ჰამბურგი (4-2-2-2): როსტი - ტეშე, დემელი, ვესტერმანი, ზე რობერტო - იაროლიმი (90. რინკონი), ტროხოვსკი - პიტროიპა, სონი (58. ვან ნისტელროი) - თორუნი (79. ბენ-ჰატირა), პეტრიჩი.
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ფ. დეგენი (74. ფუნკი), ნიდერმაიერი, დელპიერი, მოლინარო (46. ჰარნიკი) - ტრეში (86. კუჟმანოვიჩი), გენტნერი - გებჰარდტი, ბოკა - კაკაუ, მარიკა.
გოლები: 1:0 ტროხოვსკი (3), 1:1 მარიკა (9), 2:1 პიტროიპა (29), 3:1 პეტრიჩი (36), 3:2 გენტნერი (46), 4:2 ვან ნისტელროი (60)
გაფრთხილება: იაროლიმი, პეტრიჩი - ნიდერმაიერი, ულრაიხი
გაძევება: მარიკა (16. შტუტგარტი)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 15(8)-14(3); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 53 055

ბაიერნი-აინტრახტი 4:1

ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი (46. დემიკელისი), ბრენო, პრანიჩი - ტიმოშჩუკი, კროოსი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი (65. ვან ბომელი), რიბერი - გომესი.
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ოხსი, ვასოსკი, რუსი, ს. იუნგი - შვეგლერი, ა. მაიერი (82. კაიო) - მ. ჰელერი, ჰალილ ალთინთოფი (87. ამანატიდისი), კიტელი (62. ფენინი) - გეკასი.
გოლები: 1:0 ტიმოშჩუკი (29), 1:1 გეკასი (33), 2:1 თ. მიულერი (59), 3:1 გომესი (61), 4:1 ტიმოშჩუკი (88)
გაფრთხილება: რიბერი
კუთხური: 15-7; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 9-5; კარში დარტყმა: 25(8)-8(4); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 69 000

ბორუსია (დ)-ბორუსია (მ) 4:1

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (62. გროსკროიტცი), კაგავა (78. ლევანდოვსკი), გიოტცე (83. და სილვა) - ბარიოსი.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ჰაიმეროთი - ლეველსი, ანდერსონი, კალსენ-ბრაკერი, დემსი - ბრედლი, მარქსი - ჰერმანი (65. მატმური), როისი - იდრისუ, დე კამარგო (65. ბობადილია).
გოლები: 0:1 როისი (33), 1:1 სუბოტიჩი (45+1), 2:1 კაგავა (52), 3:1 გროსკროიტცი (77), 4:1 ბარიოსი (88)
გაფრთხილება: სუბოტიჩი - ლეველსი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22(8)-8(4); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 79 200

ვერდერი-ზტ. პაული 3:0

ვერდერი (4-4-2): ვიზე - დ. შმიდტი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ფ. კროოსი (53. ჰუსეინოვიჩი), ფრიტცი, ფრინგსი, მარინი (87. ვაგნერი) - ჰანტი (89. ბალოგუნი), უგო ალმეიდა.
ზტ. პაული (4-4-1-1): კესლერი - როთენბახი, სამბრანო, თორანდტი, იჩიპკა - ბოლი (59. ნაკი), მ. კრუსე, ასამოა, მ. ლემანი - ბარტელსი (82. ბრუნსი) - ებერსი (82. ტაკი).
გოლები: 1:0 უგო ალმეიდა (1), 2:0 უგო ალმეიდა (20), 3:0 უგო ალმეიდა (64)
გაფრთხილება: პასანენი, ფრიტცი
გაძევება: უგო ალმეიდა (80) - სამბრანო (90)
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14(8)-16(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 36 400

კიოლნი-ვოლფსბურგი 1:1

კიოლნი (4-2-3-1): მონდრაგონი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, ერეთი - პეცონი, პეტიტი (86. შორხი) - ჟაჟალო, მატუშიკი, პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი (72. კლემენსი).
ვოლფსბურგი (): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, ბარძალი, მ. შეფერი - ჟოსუე (77. სისერო) - რიტერი, ჩიგერჩი - კალენბერგი (60. ზიანი) - გრაფიტე (42. მანჯუკიჩი), ჯეკო.
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (51), 1:1 სისერო (81)
გაფრთხილება: ჟერომელი, პოდოლსკი - ბარძალი, კიაერი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 13(3)-11(1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 43 000


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 14 12 1 1 35-9 37
2. მაინცი 14 10 0 4 25-14 30
3. ლევერკუზენი 14 7 5 2 26-19 26
4. ჰანოვერი 14 8 1 5 20-22 25
5. ბაიერნი 14 6 5 3 23-15 23
6. ჰოფენჰაიმი 14 6 4 4 28-18 22
7. ჰამბურგი 14 6 3 5 23-22 21
8. ფრაიბურგი 14 7 0 7 19-23 21
9. აინტრახტი 14 6 2 6 21-19 20
10. ნიურნბერგი 14 5 3 6 18-24 18
11. ვერდერი 14 5 3 6 22-31 18
12. კაიზერსლაუტერნი 14 5 2 7 25-25 17
13. ვოლფსბურგი 14 4 4 6 22-23 16
14. ზტ. პაული 14 4 2 8 13-23 14
15. შალკე 14 3 4 7 19-24 13
16. კიოლნი 14 3 3 8 15-27 12
17. შტუტგარტი 14 3 2 9 27-27 11
18. ბორუსია (მ) 14 2 4 8 24-40 10

ბომბარდირები: 12 - გეკასი (აინტრახტი); 10 - სისე (ფრაიბურგი); 9 - ჯეკო (ვოლფსბურგი), გომესი (ბაიერნი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ); 7 - გრაფიტე (ვოლფსბურგი), ჰუნტელაარი (შალკე), კაგავა (ბორუსია დ).



II ბუნდესლიგა. XIV ტური

ბოხუმი-პადერბორნი 3:0

გოლები: 1:0 ჩონგი (58), 2:0 დედიჩი (78), 3:0 რჟატკოვსკი (80)

არმინია-ფორტუნა 0:2

გოლები: 0:1 ბრიოკერი (14), 0:2 ბრიოკერი (16)

ფრანკფურტი-ოსნაბრიუკი 4:1

გოლები: 1:0 ნდიაიე (4), 2:0 ფილინგერი (9), 3:0 ვუნდერლიხი (31), 4:0 ვუნდერლიხი (41), 4:1 ლინდემანი (83-პენ)

ჰერტა-დუისბურგი 0:2

გოლები: 0:1 შაჰანი (52), 0:2 ბალიაკი (85)

ალემანია-აუგსბურგი 1:3

გოლები: 0:1 ვერნერი (22), 0:2 რაფაელი (48), 1:2 აუერი (57), 1:3 ბერტრამი (86)

კოტბუსი-აუე 6:0

გოლები: 1:0 ჰიუნემაიერი (17), 2:0 ჰიუნემაიერი (24), 3:0 იულა (57), 4:0 იულა (71), 5:0 კურთი (73), 6:0 ჰიუნემაიერი (78)

კარლსრუე-ობერჰაუზენი 4:0

გოლები: 1:0 შტაფელდტი (2), 2:0 ხრიზანტუსი (47), 3:0 ციმერმანი (65), 4:0 რუპი (90)

ინგოლშტადტი-უნიონი 1:0

გოლი: 1:0 ლაიტლი (86)

ფიურტი-მიუნხენ 1860 დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. აუე 14 9 3 2 18-15 30
2. დუისბურგი 14 9 2 3 27-12 29
3. ჰერტა 14 9 2 3 22-11 29
4. კოტბუსი 14 8 3 3 31-19 27
5. აუგსბურგი 14 8 2 4 27-14 26
6. ფრანკფურტი 14 8 1 5 21-15 25
7. ფიურტი 13 7 2 4 20-12 23
8. მიუნხენ 1860* 13 6 5 2 20-14 21
9. ბოხუმი 14 6 1 7 17-20 19
10. ალემანია 14 4 5 5 20-22 17
11. ობერჰაუზენი 14 5 2 7 13-22 17
12. პადერბორნი 14 5 1 8 13-20 16
13. უნიონი 14 4 3 7 15-20 15
14. ფორტუნა 14 5 0 9 12-18 15
15. ოსნაბრიუკი 14 4 2 8 20-26 14
16. კარლსრუე 14 3 4 7 20-30 13
17. ინგოლშტადტი 14 3 1 10 16-24 10
18. არმინია 14 2 1 11 10-28 7


* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა

ბომბარდირები: 10 - პეტერსენი (კოტბუსი); 7 - აუერი (ალემანია), ბალიაკი (დუისბურგი), ჩონგი (ბოხუმი), ლაუთი (მიუნხენ 1860), მიოლდერსი (ფრანკფურტი); 6 - ჰენსელი (აუე), იულა (კოტბუსი), რაფაელი (აუგსბურგი), თურკი (აუგსბურგი).



III ბუნდესლიგა
ვერდერი II-ბაიერნი II 2:0, ბაბელსბერგი-ზაარბრიუკენი 0:2, შტუტგარტი II-აალენი (გადაიდო), ბრაუნშვაიგი-კარლ ცაისი 6:0, ოფენბახი-ჰაიდენჰაიმი 1:0, ბურგჰაუზენი-დრეზდენი 0:2, კობლენცი-ვეენი 3:2, ჰანზა-რეგენსბურგი 5:0, ერფურტი-ალენი 4:0, უნტერჰახინგი-ზანდჰაუზენი 1:1.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული