ჩვენი ესპანელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, კატალონიურ გრანდს წარმოშობით თურქი გიუნდოგანის გადაბირება ზაფხულში უნდა.
გერმანული ტაბლოიდის, "ბილდის" ინფორმაციით, გიუნდოგანის მამა ირფანი და ბიძა ილფაი "ბარსას" ბოსებს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ. როგორც ირკვევა, კატალონიელებს ილქაი 33 წლის ჩავი ერნანდესის შემცვლელად სურთ.
ცხადია, დორტმუნდელებს ერთ-ერთი ლიდერის დათმობა არ სურთ და გერმანული მედიის ცნობით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გიუნდოგანი (კონტრაქტი 2015 წლამდე, ფასი: 27 მილიონი ევრო) შეინარჩუნონ.
ილქაიმ "დორტმუნდის" შეკრება გუშინწინ მწვავე ბრონქიტის გამო დატოვა, ჟურნალ "შპორტ ბილდის" ჟურნალისტს კი ასეთი რამ უთხრა:
"გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. ჯერჯერობით ყველაფერი შესაძლებელია!" - ეს სიტყვები "ბორუსიასთან" გამოთხოვებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე დორტმუნდში დარჩენაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"