ხოსეპ გვარდიოლა: მადლობა "რედ ბულს", რომ დაგვამარცხა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კმაყოფილება გამოთქვა თავისი შეგირდების თამაშით ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში "გლადბახთან".

24 იანვარს, "ბაიერნმა" სტუმრად გამართულ შეხვედრაში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, თამაშის შემდეგ ესპანელი სპეციალისტის თქმით კი, ის ზამთრის პაუზის დროს გუნდის სპორტულ ფორმაზე შფოთავდა.

"ხანგრძლივი ზამთრის არდადეგების შემდეგ არ ვიცოდი, რა მელოდა. აქ მოპოვებული სამი ქულა განსაკუთრებით სასიამოვნოა, რამდენადაც ამ სტადიონზე იოლი არავისთვისაა თამაში.

ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, აკონტროლებდნენ თამაშს, რომელიც მაღალ ტემპში მიჰყავდათ.

მადლობა ეკუთვნის "რედ ბულს", რომელთანაც შეკრების დროს გამართულ ამხანაგურ
მატჩში ანგარიშით 0:3 წავაგეთ. ის მარცხი სასარგებლო დასკვნების გამოტანაში დაგვეხმარა",
- აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს Bild.

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: "ბაიერნმა" მოგებით დაიწყო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული