ნიურბერგი-ბაიერნი 0:2 - ლამის პირველი გოლი სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში ბავარიული დერბი გაიმართა: "ნიურნბერგმა" შინ ჩემპიონ "ბაიერნთან" 0:2 წააგო.

მიუნხენელები 56 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან და მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს" 13 ქულით უსწრებენ.

მე-18 წუთზე დავიდ ალაბამ მარცხნიდან ჩააწოდა და მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.

პირველ ტაიმში "ბაიერნმა" კიდევ ერთი გოლი სასწაულებრივ ვერ გაიტანა, როცა არიენ რობენის საჯარიმო დარტყმა ხარიხას მოხვდა, გამოვარდნილ ბურთს კი თომას მიულერმა მიუსწრო, მაგრამ მანაც ხარიხას გაარტყა.

49-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა კაპიტან ფილიპ ლამს სეზონში პირველი გოლი გაატანინა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "როგორც კი ამ
სტადიონზე გამოვედი, მაშინვე მივხვდი, რატომ მოიგო "ბაიერნმა" აქ ბოლო 6 წელში მხოლოდ ერთხელ. მეტოქე ძალიან აგრესიული, სწრაფი და მონდომებული იყო, ჩვენ კართანაც შექმნა მომენტები. ბიჭებს მინდა მივულოცო, მხოლოდ 2:0-ზე ამოვისუნთქე.

მოედნის ხარისხის გამო, მოკლე პასებზე უარის თქმა მოგვიწია და საქმეში ისეთი ფეხბურთელების ჩართვა, რომლებიც თავით კარგად თამაშობენ, როგორც მანჯუკიჩი. დღეს ჩემი ბიჭების მონდომება უბრალოდ საოცარი იყო"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული