ხოსეპ გვარდიოლა: "ბაიერნი" არც ერთ მატჩზე არ კარგავს კონცენტრაციას

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ლიდერმა მიუნხენის "ბაიერნმა" 4:0 გაანადგურა "ფრაიბურგი". "ბაიერნი" 59 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "ფრაიბურგი" 18 ქულით მე-15 ადგილზეა.

მე-19 წუთზე დიეგო კონტენტომ საჯარიმოში დანტე მოძებნა, რომლის თავურიც ზუსტი იყო. 34-ე წუთზე ჯერდან შაჩირი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ორამდე გაზარდა რეკორდმაისტერის უპირატესობა.

42-ე წუთზე შაჩირიმ დუბლი შეასრულა, საგოლე პასი მას ტონი კროოსმა გადააწოდა.

88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბუნდესლიგის ყველაზე გამოცდილმა ლეგიონერმა კლაუდიო პისარომ დააფიქსირა.

ხოსეპ გვარდიოლასთვის სამწუხაროდ, დუბლის ავტორმა შაჩირიმ კუნთი დაიზიანა და მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის მატჩში "არსენალთან"
19 თებერვალს გამორიცხულია.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მე მახარებს, რომ ფეხბურთელები არც ერთ თამაშზე არ კარგავენ კონცენტრაციას. ბრწყინვალედ და მთელი სერიოზულობით ვითამაშეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული