გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური: ნუთუ ეს "ჰამბურგია"? [VIDEO]

AutoSharing Option
"რა უნდა ამ "ჰამბურგს" გასავარდნ ზონაში, ხოლო "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგაზე?" აი, ასეთი კითხვით იწყებოდა "ჰამბურგისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩის მიმოხილვა გერმანულ ტაბლოიდ "ბილდში". საკითხის ასე დაყენება, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია, მაგრამ უდროო და უადგილო ნამდვილად არ არის, რადგან გაუბედურებულმა "ჰამბურგმა" ახალი მწვრთნელით "დორტმუნდი" 3:0 გაანადგურა. ეს სენსაცია ირაჩეკის, ლასოგასა და ჩალჰანოღლუს გოლებით "გამოცხვა".

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ჰამბურგს" ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა წაგებული, ხოლო "დორტმუნდი" თითქოს ფორმაში შედიოდა.

რა უნდა შეეცვალა მირკო სლომკას ერთ კვირაში იმდენად და იმ დონეზე, რომ მაინცდამაინც
"დორტმუნდთან" შეეწყვიტა ის უმძიმესი კრიზისი, რომელიც ჩრდილოგერმანულ კლუბს ბერტ ვან მარვეიკის ხელში დაუდგა?

ამ მატჩმა და უშუალოდ ჰამბურგელების თამაშმა გააძლიერა და თითქმის დაადასტურა ეჭვი იმის შესახებ, რომ მანამდე ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღმდეგ თამაშობდნენ და აისრულეს თუ არა სურვილი, ითამაშეს ის ფეხბურთი, რომელიც შეუძლიათ და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.

მაინც რა შეცვალა სლომკამ? პირველ რიგში ის, რომ ვან მარვეიკის მიერ ათვალწუნებული მოთამაშეები: ჯურუ, რაიკოვიჩი და ირაჩეკი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. მათაც მადლობა იმით გადაუხადეს, რომ ძალიან კარგად ითამაშეს - ჯურუ და რაიკოვიჩი დაცვის ცენტრში შესანიშნავად ასპარეზობდნენ, ირაჩეკმა კი ანგარიში გახსნა.

დორტმუნდელებს კი, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ჰამბურგში ფონს იოლად გავიდოდნენ და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის წინ (იურგენ კლოპის გუნდი სამშაბათს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სტუმრობს) ძალების დაზოგვაც უნდოდათ.

მატჩის აბსოლუტური პიკი ჰაქან ჩალჰანოღლუს გოლი გახლდათ: მსაჯის მიერ დამატებულ დროში ამ უკანასკნელმა რომან ვაიდენფელერს გოლი საჯარიმო დარტყმით, 40 (!) მეტრიდან გაუტანა!
საფინალო სასტვენის შემდეგ სლომკამ, მისმა შეგირდებმა და ჰამბურგის პუბლიკამ მაგრად გაიხარეს. "შესაძლოა, 3:0 ნამეტანი იყო, მაგრამ მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ. დასაწყისი შესანიშნავია, "დორტმუნდთან" ასე თამაშს და გამარჯვებას მოხერხება უნდა. იმედია, ასე გავაგრძელებთ," - აღნიშნა მირკომ.

"დორტმუნდისთვის" ცუდია ისიც, რომ საყრდენმა ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმების ინფორმაციით, სვენი მინიმუმ 10 კვირა დაისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილოთ...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვოლფსბურგი" ოთხეულს მიუახლოვდა
დამარცხდა "ლევერკუზენიც", მაგრამ "ფარმაცევტებმა" მეორე ადგილი მაინც არ დაკარგეს. თუმცა, თუ ასე გააგრძელებენ, მეორე ან მესამე კი არა, დიდი შანსია, მეოთხე, ანუ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილიც სანატრელი გაუხდეთ. საქმე იმაშია, რომ სამი ჰიიპიას გუნდმა ამ ტურში "ვოლფსბურგთან" წააგო - გუნდთან, რომელმაც ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და საუკეთესო ოთხეულს უკვე სათოფეზე მიუახლოვდა.

"ვოლფსბურგი" მეოთხეადგილოსან "შალკეს" (0:0 მაინცთან) უკვე მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება. ამრიგად, ფაქტია, რომ "მგლები" ჩემპიონთა ლიგის საგზურზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ.

აი, "ლევერკუზენის" საქმე უკვე მართლა ცუდადაა - "ბაიერმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჰიიპიას შეგირდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში პსჟ-სთან 0:4 განადგურდნენ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლევერკუზენი" კრიზისშია.

ევროპალიგისთვის ბრძოლა დაიძაბა
"ვოლფსბურგს" "გლადბახი" უკვე 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ "ჰოფენჰაიმთან" 2:2-ის შემდეგ ლუსიენ ფავრის შეგირდები საუკეთესო ექვსეულში ადგილს ინარჩუნებენ. თუმცა "გლადბახს" უკვე ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდნენ "ჰერტა", "აუგსბურგი" და "მაინცი". ლევან კობიაშვილის გუნდი შტუტგარტში სწორედ ვეტერანი ქართველის გოლით დაწინაურდა, საბოლოოდ 2:1 მოიგო და ევროპას უმიზნებს, "შტუტგარტში" კი უკვე ფეთქებადი ვითარებაა. "აუგსბურგმა" კიდევ ერთხელ გაგვაოცა ბრწყინვალე თამაშით და გადარჩენისთვის მებრძოლ "ფრაიბურგს" სტუმრად 4:2 მოუგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალიან საინტერესო და დრამატული სპექტაკლი ვიხილეთ ნიურნბერგში, სადაც "ბრაუნშვაიგმა" პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ "ფრანკებმა" მეორე ნახევარში თამაშის შეტრიალება მოახერხეს. თუმცა აქ ამაზე საინტერესო სხვა ფაქტებია: "ნიურნბერგი" პირველივე ტაიმში კაცნაკლული დარჩა და გარდა იმისა, რომ 10 კაცით შეძლო მატჩში გარდატეხის შეტანა, ისიც საინტერესოა, რომ კიოტაკემ და პეკჰარტმა ეს მეორე ტაიმის სტარტზე, სულ რაღაც 2 წუთში მოახერხეს. თანაც, ამ შეხვედრაში მსაჯმა სამი პენალტი დანიშნა და ფეხბურთელებმა სამივე გააფუჭეს! ორი თერთმეტმეტრიანი ბრაუნშვაიგელებმა ვერ გამოიყენეს (კუმბელა, ბიჩაქჩიჩი), ერთი კი კიოტაკემ გააფუჭა.

ვინც ფიქრობდა, რომ "ბაიერნს" ჰანოვერში მაინც დაუცდებოდა ფეხი, რა თქმა უნდა, ისევ იმედი გაუცრუვდა. მიუნხენელებმა ისევ მოიგეს, ისევ დიდი ანგარიშით (4:0) და ჯერ კიდევ მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" უკვე 19 (!) ქულით უსწრებენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუნდესლიგა. XXII ტური

შალკე-მაინცი 0:0
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰუგლანდი, ფელიპე სანტანა, მატიპი, კოლასინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი (65. დრაქსლერი), გორეტცკა (81. ობასი) - ჰუნტელაარი (88. სალაი).
მაინცი (4-1-2-1-2): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - გაისი - მორიტცი, სოტო - კოო (74. ჩუპო-მოტინგი) - ნ. მიულერი (83. ზალერი), ოკაზაკი (74. შ. პარკერი).
გაფრთხილება: კ. ბოატენგი - ჟუნიორ დიასი, ნ. მიულერი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16(4)-15(8); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 60 952

გლადბახი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 1:0 ჰერმანი (4), 2:0 იანჩკე (18), 2:1 რობერტო ფირმინო (57), 2:2 სალიჰოვიჩი (82-პენ)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, დემსი - კრამერი, ჯაკა (89. მლაპა) - ჰერმანი, ჰრგოტა (86. იუნესი) - რაფაელი (82. ნორდტვეიტი) - კრუზე.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ფ. ჯონსონი, შტრობლი (77. ვესტერგაარდი), ზიულე, ბეკი - რუდი, სალიჰოვიჩი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი (46. ჰამადი) - შიპლოკი (77. მოდესტე).
გაფრთხილება: შტრობლი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13(9)-19(7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 49 088

შტუტგარტი-ჰერტა 1:2
გოლები: 0:1 კობიაშვილი (5), 1:1 ბოკა (45), 1:2 ვაგნერი (87)
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - შვააბი (94. ჰაგი), რიუდიგერი, ნიდერმაიერი, გ. საკაი - რ. ხედირა (76. იალჩინი), ბოკა - ჰარნიკი, ტი. ვერნერი - მაქსიმი - აბდელაუ (67. კაკაუ).
ჰერტა (4-1-3-2): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, კობიაშვილი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი - მ. ნდიენგი (85. ბრუკსი), ჩიგერჩი, ნ. შულცი (80. ვაგნერი) - რამოსი (93. ნიმაიერი), ალაგუი.
გაფრთხილება: ალაგუი
გაძევება: ვაგნერი (91. ჰერტა)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14(6)-9(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 45 700

ნიურნბერგი-ბრაუნშვაიგი 2:1
გოლები: 0:1 კუმბელა (34), 1:1 კიოტაკე (46), 2:1 პეკჰარტი (47)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ანგა, ნილსონი, პინოლა, პლატენჰარდტი - ფრანტცი - გებჰარტი (34. პეტრაკი), ფოილნერი, კიოტაკე (69. პოგატეცი), ჰლუშეკი (46. პეკჰარტი) - დრმიჩი.
ბრაუნშვაიგი (4-3-3): პეტკოვიჩი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, კორეია, რაიხელი - პფიტცნერი (78. ვრანჩიჩი), თოიერკაუფი, ბოლანდი - ნილსენი (78. ადემი), კუმბელა, ჰოხშაიდტი.
68-ე წუთზე კიოტაკემ (ნიურნბერგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
63-ე წუთზე ბიჩაქჩიჩმა (ბრაუნშვაიგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
41-ე წუთზე კუმბელამ (ბრაუნშვაიგი)Oვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ანგა, რ. შეფერი, პლატენჰარდტი, პინოლა - რაიხელი, პფიტცნერი
გაძევება: ნილსონი (32. ნიურნბერგი)
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6(5)-22(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 36 657

ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:4
გოლები: 0:1 ტო. ვერნერი (7), 1:1 შმიდი (17), 2:1 მეჰმედი (73), 2:2 ვერჰეგი (78), 2:3 ჰალილ ალთინთოფი (84), 2:4 ჰანი (94)
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, ჰიონი, გიუნტერი - გინტერი, ფერნანდესი (87. ცულეხნერი) - შმიდი, კლაუსი (80. კოკელინი) - დარიდა (87. შუსტერი) - მეჰმედი.
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვეჰერგი, კალსენ-ბრაკერი (60. ჰონგი), კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (90. მორავეკი), ტო. ვერნერი - ჟი (67. ესვაინი).
გაფრთხილება: ფერნანდესი, კლაუსი, გიუნტერი - ბაიერი, კალსენ-ბრაკერი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13(5)-18(10); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000

ჰამბურგი-დორტმუნდი 3:0
გოლები:L1:0 ირაჩეკი (42), 2:0 ლასოგა (58), 3:0 ჩალჰანოღლუ (91)
ჰამბურგი (4-4-1-1): ადლერი - ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, იანსენი - რინკონი, ბადელი, არსლანი, ირაჩეკი - ჩალჰანოღლუ - ლასოგა (86. ზუა).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - ს. ბენდერი (46. როისი), ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, გროსკროიტცი (75. ი. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი (67. დუკში).
გაფრთხილება: რინკონი, ზუა - ობამეიანგი, როისი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13(6)-15(4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 57 000

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 1:0 დოსტი (13), 1:1 სემი (45), 2:1 ლუის გუსტავო (58), 3:1 როდრიგესი (73-პენ)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - მედოიევიჩი, ლუის გუსტავო - არნოლდი, დე ბრუინი (82. მ. შეფერი), პერიშიჩი (63. დ. კალიჯური) - დოსტი (51. ოლიჩი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი (74. ბრანდტი), თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი, კასტრო - სემი (78. დონატი), ჰეგელერი (61. სონი) - კისლინგი.
73-ე წუთზე როდრიგესმა (ვოლფსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ოლიჩი - კასტრო, ჰილბერტი, რაინარტცი, სპაჰიჩი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9(5)-18(6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 27 721

აინტრახტი-ვერდერი 0:0
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, მადლუნგი (46. აიგნერი), ოჩიპკა - შვეგლერი - როდე, რუსი - ფლუმი (64. ინუი) - ა. მაიერი, ხოსელუ.
ვერდერი (4-2-2-2): ვოლფი - იგნიოვსკი, პრიოდლი, ფ. კროოსი, კალდიროლა - ბარგფრედე, მაკიადი - იუნუზოვიჩი, ობრანიაკი (80. გებრე სელასიე) - დი სანტო (86. ელია), პეტერსენი (36. გარსია).
გაფრთხილება: შვეგლერი - კალდიროლა, პრიოდლი, ბარგფრედე
გაძევება: ფ. კროოსი (34. ვერდერი)
კუთხური: 14-2; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 21(4)-3(0); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 44 300

ჰანოვერი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 თ. მიულერი (25), 0:2 ტიაგო ალკანტარა (34), 0:3 თ. მიულერი (59), 0:4 მანჯუკიჩი (66)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - რაიტორალი, მარსელო, კ. შულცი, პოკონიოლი - შმიდებახი, შტინდლი (68. ანდრეასენი) - ჰუსტი, ბიტენკური (37. პრიბი) - მ. დიუფი (78. ა. ზობიეხი), რუდნევსი.
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - რაფინია, ხავი მარტინესი, ჟ. ბოატენგი, ალაბა - ლამი, შვაინშტაიგერი (72. პისარო) - თ. მიულერი (62. რობენი), ტიაგო ალკანტარა, გიოტცე (67. ტ. კროოსი) - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: მ. დიუფი, ჰუსტი - რაფინია
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8(3)-14(7); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 49 000

ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 11 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
28 თებერვალი:
ჰერტა-ფრაიბურგი
1-ლი მარტი:
დორტმუნდი-ნიურნბერგი, ლევერკუზენი-მაინცი, ვერდერი-ჰამბურგი, აუგსბურგი-ჰანოვერი, ბრაუნშვაიგი-გლადბახი, ბაიერნი-შალკე
2 მარტი:
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-შტუტგარტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული