პოლდიმ კიდევ ერთხელ აურია

AutoSharing Option

„კიოლნს“ პრობლემები სპორტული თვალსაზრისითაც თავზესაყრელად აქვს და ახლა, ამას არასპორტული პრობლემებიც დაემატა. აბა, გამოიცანით, ვინ იქნება მოვლენების ეპიცენტრში? ვფიქრობთ, ეს რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს - რა თქმა უნდა, ლუკას პოდოლსკი. 25 წლის თავდამსხმელი გუშინდელ ვარჯიშზე ნახევარმცველ მარტინ ლანიგს ეჩხუბა და თანაც ისე, რომ მომხვდურები ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.

ლანიგი მწვრთნელზეა გაბრაზებული (იშვიათად ათამაშებენ) და ვარჯიშებზე ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულია. ერთ მომენტში კი, ლანიგმა პოდოლსკი უკნიდან მოცელა, რასაც პოლდის ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვა: ლუკასი წამოხტა, ლანიგს საჩვენებელ თითს ცხვირწინ უტრიალებდა და აგინებდა.

ლანიგმა პოლდის ხელი ჰკრა და უწმაწური სიტყვებით შეურაცხყო და რომ არა „კიოლნის“ სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც მომხვდურები გააშველეს, ფაქტია, ლუკასი და მარტინი მუშტი-კრივს გამართავდნენ.

ვინ მოთვლის, მერამდენედ ვიმეორებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოდოლსკი ნერვებს ვერ თოკავს. რაღა შორს წავიდეთ, ბუნდესლიგის წინა ტურში (ვოლფსბურგთან 1:1) მან თვითონ იუხეშა ამაზე გაცილებით უარესად, მანამდე კი ედინ ჯეკოს „ჩაუტარა“ კუნგ-ფუს ილეთი. ექვსი კვირის წინ პოდოლსკი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში ვესტფალიელთა ნახევარმცველ ნური შაჰინის პროვოცირებას ცდლობდა. უფრო ძველ აჭრებს აღარ გავიხსენებთ...

ფაქტი ის არის, რომ ლუკასმა ბოლო დროს ნერვების ვერმოთოკვას მოუხშირა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული