ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა "ლევერკუზენის" ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი სამი ჰიიპია გააკრიტიკა. როგორც იცით, 62 წლის ტოპიმ მწვრთნელის რანგში სახელი სწორედ "ლევერკუზენში" გაითქვა, სადაც ორი წელი (2001-03) იმუშავა და 2002 წელს "ბაიერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

"ლევერკუზენის" გამო ძალიან ვნერვიულობ, რადგან ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. "ლევერკუზენისა" და პსჟ-ის მატჩს ტელევიზორში ვუყურე და გული დამწყდა, "ბაიერი" ასე რომ შერცხვა. თამაშის დაწყებამდე მივხვდი, რომ წააგებდნენ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე თავჩაქინდრულები გავიდნენ და ეტყობოდათ, რომ წაგებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი.
შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ფრანგულ გრანდს მცირეოდენი წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწიეს. გული მწყდება, რომ "ლევერკუზენი" ასეთი უსიცოცხლო გუნდია. სხვათა შორის, ზუსტად ასე ითამაშეს გერმანიის თასზე, "კაიზერსლაუტერნთანაც",
- აცხადებს ტოპმიოლერი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ლევერკუზენი" გერმანიის თასიდან გავარდა, ჩემპიონთა ლიგიდანაც, ფაქტობრივად, გავარდნილია, ბუნდესლიგაში კი ზედიზედ ორი თამაში წააგო. ტოპმიოლერი ფიქრობს, რომ გუნდი არასწორადაა დაკომპლექტებული. მისი აზრით, "ბაიერს" ლიდერი აკლია.

"გუნდში არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც ლიდერის ფუნქციებს შეასრულებს. პასუხისმგებლობას ყველა გაურბის - მათ შორის, მწვრთნელიც. სამი ჰიიპია შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უემოციო მწვრთნელია. შეიძლება, ნიჭიერი მწვრთნელია, მაგრამ ზედმეტად უემოციოა,"
- ამბობს ტოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული