ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]

AutoSharing Option
ლუქსემბურგის კლუბ "დუდელანჟის" ფეხბურთელი ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გერმანელ კლაუს ტოპმიოლერს შეხვდა.

ტოპმიოლერი დაესწრო შეხვედრას, სადაც "დუდელანჟი" საკუთარ მოედანზე, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, "ლეგიას" დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა, თუმცა პლეი-ოფში გავიდა.

როგორც იცით, ლუქსემბურგულ გუნდს კლაუსის ვაჟი დინო ავარჯიშებს და "ჯვაროსანთა" ყოფილი დამრიგებელიც ამ შეხვედრას ამიტომ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებს 2006-08 წლებში წვრთნიდა, ყენია კი "დუდელანჟში" რამდენიმე კვირის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

Sportall.Ge

altლევან ყენიამ "დუდელანჟში" პირველივე მატჩში სუპერთასი მოიგო

altლევან ყენია

კლაუს ტოპმიოლერის ვაჟის გაწვრთნილ გუნდში გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული