ბაიერნი-შალკე 5:1: სამახსოვრო ბურთი რობენების ოჯახში [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" 5:1 გაანადგურა გელზენკირხენის "შალკე" და ამით ბუნდესლიგაში საკუთარივე რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 15 მატჩში გამარჯვება.

"ბაიერნი" 65 ქულით პირველია და უკვე 20 ქულით (!) უსწრებს უახლოეს კონკურენტ "დორტმუნდს".

მე-3 წუთზე დავიდ ალაბამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ანგარიშიც გაიხსნა.

მე-15 წუთზე მარიო მანჯუკიჩის პასით არიენ რობენმა ბურთი თავზე გადაუგდო მეკარე რალფ ფერმანს.

24-ე წუთზე ალაბამ მარცხნიდან ჩააწოდა და მანჯუკიჩმა თავური დარტყმით გაიტანა.

28-ე წუთზე რობენმა რაფინიას პასით გამოიჩინა თავი.

64-ე წუთზე იმავე რაფინიამ უნებურად საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

77-ე წუთზე არიენ რობენმა პენალტით ჰეთთრიკი შეასრულა. პენალტის ეპიზოდში მსაჯმა მოედნიდან კირიაკოს პაპადოპულოსი გააძევა და "შალკე" 10 კაცით დატოვა მოედანზე.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "პირველ ტაიმში ჩვენი თამაში საუკეთესო იყო. ვულოცავ გუნდს ბრწყინვალე თამაშსა და გამარჯვებას. გაიზარდა ჩვენი ჰანდიკაპი მეორეადგილოსანთან, ასე რომ, ტიტულის დაცვას კიდევ უფრო მივუახლოვდით".

იენს კელერი (შალკე): "ბოდიში გულშემატკივრებს, პირველი ტაიმი "ბაიერნთან" უცუდესი იყო ჩემს გელზენკირხენულ კარიერაში. უბრალოდ, კატასტროფულად ვითამაშეთ. ამ კვირაში ორი ტოპ-კლუბი შეგვხვდა და თავი ორივესთან შევირცხვინეთ".

არიენ რობენი (ბაიერნი): "ბურთი, რომლითაც ჰეთთრიკი შევასრულე სახლში წავიღე. ჩემი ბიჭი უბედნიერესია ამ საჩუქრით. "შალკესთან" პირველი ტაიმი რომ ვითამაშე, ასე კარგად დიდი ხანია, არ მითამაშია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული