ბუნდესლიგა: დას ისთ ფანტასტიშ!

AutoSharing Option

მოსახდენი მოხდა! ის, რასაც ყველა ელოდა, რაც ლოგიკური იყო, ახლა უკვე ოფიციალურია: ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მოიგო - BVB შემოდგომის ჩემპიონია. 2:0 ნიურნბერგში, 13 მოგება 15 მატჩში, 40 ქულა, 10-ქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსან „მაინცთან“, 17-ქულიანი მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნთან“, 24-ქულიანი „შალკესთან“ - დორტმუნდელები ფანტასტიკური სეზონის პირველ ნახევარს მაჟორულ ნოტაზე ამთავრებენ და ჯერ სადა ვართ, ზამთრის პაუზამდე ხომ კიდევ ორი ტურია დარჩენილი.

იურგენ კლოპის შეგირდებმა „ფრანკენშტადიონზე“ ახლა უკვე სულ სხვანაირად, პრაგმატული ფეხბურთით მოიგეს

და ვერც გავკიცხავთ, რადგან ნიურნბერგში ყინავდა, თოვდა და იმდენი აღარ ურბენიათ, რამდენიც წინა ტურებში, მაგრამ „ბორუსიას“ ფეხბურთი ძველებურად ეფექტური იყო და რაც მთავარია, შედეგი დაფიქსირდა ისეთი, დორტმუნდელებს რომ უნდოდათ. თავიდან ნიურნბერგელები უფრო აქტიურობდნენ და მე-20 წუთზე ანგარიშის გახსნაც კი შეეძლოთ: ფრანკებისგან საუკეთესომ, იულიან შიბერმა თავით კარგად კი დაარტყა, მაგრამ ბურთი რომან ვაიდენფელერის კარს მცირე მანძილით ააცილა. სულ რაღაც სამ წუთში კი, დორტმუნდელებმა მეტოქეს ასწავლეს, თუ როგორ უნდა საგოლე მომენტის გამოყენება: ნური შაჰინის შორეულ ჯარიმას „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი ნიურნბერგელთა დაცვის ბურჯ ანდრეას ვოლფის ბავშვური შეცდომის მერე გამოეხმაურა და ბურთი რაფაელ შეფერის კარში თავით უპრობლემოდ გადაგზავნა. მატჩის მერე ფრანკების მწვრთნელი დიტერ ჰეკინგმა ვერ მოითმინა და ვოლფი გააკრიტიკა, 50-მეტრიანი პასის მერე მეტოქის მცველი რომ ასე გაგაბითურებს, რაღაზეა ლაპარაკი, ანდიმ დაგვღუპაო.

მეორე ტაიმი დორტმუნდელებმა ცოტა არ იყოს, ინერტულად დაიწყეს, მაგრამ ვერც „ნიურნბერგმა“ გამოიდო თავი და ბოლოს ტრავმირებული ლუკას ბარიოსის შემცვლელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაამტკიცა, რომ სულაც არაა ვინმეზე რამეთი ნაკლები - პოლონელმა თავდამსხმელმა 88-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით (ნახევარბრუნში) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველი წრის 40 ქულით მოგება შეუდარებელი შედეგია და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ არდადეგებამდე კიდევ ორი ტურია - BVB ერთ კვირაში „ვერდერს“ მასპინძლობს, მერე კი ფრანკფურტში ჩადის. ასე რომ, კლოპი და მისი შეგირდები წესით, 40 ქულაზე არ უნდა შეჩერდნენ.

„შალკეს“ „ბორუსიამდე“ ძალიან ბევრი უკლია, რაც გელზენკირხენელთათვის ნამდვილი ჯოჯოხეთია, მაგრამ ამ უქმეების მერე „შალკეს“ ფანებსაც აქვთ იმის უფლება, რომ თუნდაც ერთი კვირა იყვნენ ბედნიერები, რადგან ფელიქს მაგათის გუნდმა თვით მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა (2:0). მართალია, მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერთან მიმართებაში სიტყვა „თვითის“ ხსენება ცოტათი გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც - „ბაიერნი“ „ბაიერნია“ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შალკე“ მანამდე „კაიზერსლაუტერნთან“ 0:5 განადგურდა, რის გამოც, „ბაიერნთან“ თამაშამდე გელზენკირხენში საყოველთაო თვითგვემას ჰქონდა ადგილი. ამ პარადოქსების მერე მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: „შალკეს“ ფეხბურთელები მხოლოდ მაშინ თამაშობენ კარგად, როცა მათ უნდათ, როცა ეხალისებათ. „ბაიერნთან“ კარგად თამაში კი, ხომ იცით, გერმანიაში ყოველთვის ყველას ეხალისება ხოლმე.

არადა, მიუნხენური კლუბი გელზენკირხენულს სჯობდა, თანაც, ძალიან დიდხანს - დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. 58-ე წუთზე კი, რაულის უდიდესი მონდომების, გამოცდილებისა და უმაღლესი კლასის ხარჯზე, ხურადომ ანგარიში გახსნა, რითაც „ბაიერნისთვის“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ცხრა წუთში ბენედიქტ ჰიოვედესმა ჰანს-იორგ ბუტის კარი მეორედ დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყდა. საგოლე მომენტები მიუნხენელებსაც ჰქონდათ, თანაც, ძალიან ბევრი, მაგრამ ბრწყინვალე იყო „ხუმარების“ მეკარე მანუელ ნოიერი. თამაშის წინ გერმანიაში ექსპერტები ბჭობდნენ, თუ ნოიერი ამ მატჩს მაღალ დონეზე ჩაატარებს, მომავალ სეზონში აუცილებლად „ბაიერნში“ ითამაშებსო. მაღალ დონეზე კი არა, ნოიერმა იფრინა და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ბუნდესექსპერტების პროგნოზი.

მაგათმა საფინალო სასტვენის მერე თქვა, მართალია, მე-15 ადგილზე დავრჩით, მაგრამ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლიაო. არა მარტო ფელიქსი, გერმანიაში ბევრი ვარაუდობს იმას, რომ მეორე წრეში „შალკე“ მოუმატებს - მაგათის გუნდები ხომ სეზონის მეორე ნახევარში დაფრინავენ ხოლმე. თუ გახსოვთ, „ვოლფსბურგმა“ საჩემპიონო სეზონში პირველი წრე მე-11 ადგილზე დაასრულა. ბავარიელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმა კი გულახდილად თქვა, რომ მისი გუნდის რეალური მიზანი ჩემპიონობა ვეღარ იქნება. „ცხადია, ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონობის შანსი, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ: „ბაიერნის“ მიზანი ამ სეზონში საუკეთესო სამეულში მოხვედრა იქნება,“ - უთხრა ჰოლანდიელმა „კიკერს“. ლოგიკური მიდგომაა თუნდაც იმიტომ, რომ მიუნხენელებს პირველი წრის დამთავრება 30 ქულით სურდათ, რაც უკვე შეუძლებელია. სამეულში მოხვედრა კი, რეკორდმაისტერისთვის, წესით, პრობლემა არ უნდა იყოს.

„მაინცის“ ფეხბურთელებს, მწვრთნელს, ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებთ კიდევ ერთხელ, მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მიეცათ მსაჯის ლანძღვის საბაბი. თომას ტუხელმაც ვერ მოითმინა და აღნიშნა, ისევ დაგვჩაგრეს, მე მგონი, გვერჩიანო. მაინცელებს ფრანკფურტში დერბი ჰქონდათ და 84-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო. ხსენებულ დროს კი, „მაინცის“ საჯარიმოში კარნავალელთა ახალგაზრდა ნახევარმცველ იან კირხჰოფს ბურთი უშნოდ აუხტა და მკერდზე მოხვდა, არბიტრმა ფლორიან მაიერმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა თეოფანის გეკასმა, რა თქმა უნდა, ცივსისხლიანად გამოიყენა (ბერძენის მე-13 გოლი მე-15 მატჩში). „ჰკითხეთ ჰერ მაიერს, რატომ დანიშნა თერთმეტმეტრიანი. ძალიან მაინტერესებს, რას გიპასუხებთ. ისედაც დავინახე და გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ იანს ხელი ჰკრეს და ესეც რომ არ ყოფილიყო, ბურთი არა ხელზე, არამედ მკერდზე მოხვდა,“ - სამართლიანად წუწუნებდა ტუხელი. თუმცა „მაინცი“ მაინც მეორე ადგილზე დარჩა.

პარასკევს „ზანკტ პაულიმ“, როგორც იქნა, მოიგო - ჰოლგერ სტანისლავსკის ბიჭებმა საკუთარ „მილერნტორზე“ წინა ტურში „შალკეს“ დამარბეველი „კაიზერსლაუტერნი“ დაამარცხეს (1:0). „ვოლფსბურგი“ და „ვერდერი“ პრინციპულ მატჩში უგოლო ფრით გაიყარნენ - შეიძლებოდა, თითო გოლი გაეცვალათ, მაგრამ ტორსტენ ფრინგსმა და ედინ ჯეკომ თერთმეტმეტრიანები ვერ გამოიყენეს. „ფრაიბურგმა“ დაამტკიცა, რომ საუკეთესოთა შორის შემთხვევით არ არის - რობინ დუტის ბიჭებმა „ჰამბურგი“ პაპის დემბა სისეს გოლით დაამარცხეს და მეხუთე ადგილზე არიან. დაახლოებით ასეთი რამ დაამტკიცა „ჰანოვერმაც“: „წითლებმა“ აუტსაიდერ „გლადბახს“ თამაში მეორე ტაიმში შეუტრიალეს და მეოთხე ადგილზე მყარად შემოსკუპდნენ. „შტუტგარტმა“ „ჰოფენჰაიმს“, რა თქმა უნდა, ვერ მოუგო და ბოლოდან მესამე ადგილზე დარჩა. „ლევერკუზენმა“ „კიოლნი“ კი დაამარცხა (3:2), მაგრამ „მაინცს“ მაინც ვერ შესწვდა და „ფარმაცევტები“ ისევ მესამე პოზიციაზე არიან.

მომდევნო ტური
10 დეკემბერი. ჰანოვერი-შტუტგარტი. 11 დეკემბერი. ბაიერნი-ზტ. პაული, ჰამბურგი-ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი, კიოლნი-აინტრახტი, კაიზერსლაუტერნი-ვოლფსბურგი, ბორუსია (დ)-ვერდერი. 12 დეკემბერი. ფრაიბურგი-ბორუსია (მ), მაინცი-შალკე.


ზტ. პაული-კაიზერსლაუტერნი 1:0
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - როთენბახი, მორენა, გიუნეში, ფოლცი - ბოლი, მ. ლემანი - ბარტელსი (75. ბრუნსი), ასამოა (64. ჰენინგსი), მ. კრუსე (89. შულტცი) - ებერსი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, აბელი, ამედიკი, ბუგერა - კირხი - ილიჩევიჩი (87. მიჩანსკი), ტიფერტი (88. ნემეცი), მორავეკი, რივიჩი (64 ჰოფერი) - ლაკიჩი.
გოლი: 1:0 ტიფერტი (48-საკ. კარში)
გაფრთხილება: მორენა - ამედიკი, აბელი, ლაკიჩი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 16(6)-12(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 25 000


ვოლფსბურგი-ვერდერი 0:0
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - პეკარიკი, ბარძალი, კიაერი, მ. შეფერი - ჟოსუე - რიტერი, ჩიგერჩი - დიეგო - მანჯუკიჩი, ჯეკო (88. დეჟაგა).
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - დ, შმიდტი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ფრინგსი, ფრიტცი - ბარგფრედე (80. დ. იენსენი), ჰანტი, მარინი - არნაუტოვიჩი.
77-ე წუთზე ჯეკომ (ვოლფსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
74-ე წუთზე ფრინგსმა (ვერდერი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: დიეგო, ბარძალი, კიაერი - პრიოდლი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 5-9; კარში დარტყმა: 11(4)-15(7); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 30 000


აინტრახტი-მაინცი 2:1
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი (46. ფერმანი) - ს. იუნგი, ვასოსკი, რუსი, ცაველასი - შვეგლერი, კიოლერი - ოხსი, ამანატიდისი (69. კაიო), ჰალილ ალთინთოფი (46. ა. მაიერი) - გეკასი.
ვეტკლო (4-3-2-1): ვეტკლო - ზაბავნიკი (37. ფ. ჰელერი), ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - კარჰანი, კირხჰოფი, ფუხსი - რისსე (79. ჰოლტბი), შიურლე - შალაი (56. ალაგუი).
გოლები: 1:0 რუსი (35), 1:1 შიურლე (42-პენ), 2:1 გეკასი (84-პენ)
გაფრთხილება: ზაბავნიკი, კირხჰოფი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 21-27; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15(4)-10(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 51 500


ფრაიბურგი-ჰამბურგი 1:0
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი (71. ბუტშერი), ბასტიანსი - ი. შუსტერი - აბდესადკი, ნიკუ, მაკიადი (46. ფლუმი), პუცილა (80. იეგერი) - სისე.
ჰამბურგი (4-2-2-2): როსტი - რინკონი, დემელი, ვესტერმანი, აოგო - ტროხოვსკი, ზე რობერტო - პიტროიპა (71. ელია), თორუნი (59. გერერო) - სონი, ვან ნისტელროი.
გოლი: 1:0 სისე (3)
გაფრთხილება: სისე
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 10(4)-12(6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 23 900


შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 1:1
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - ფ. დეგენი (78. კუჟმანოვიჩი), ნიდერმაიერი, დელპიერი, ბოკა (57. მოლინარო) - ბაჰი (61. პოგრებნიაკი) - ტრეში, გენტნერი - ჰარნიკი, გებჰარდტი - კაკაუ.
ჰოფენჰაიმი (4-3-3): ჰაასი - ბეკი, კომპერი, ვორსა, იბერტსბერგერი - რუდი, ლუის გუსტავო, სალიჰოვიჩი (83. სიგურდსონი) - ვუკჩევიჩი, იბიშევიჩი (46. ვაისი), ბა (73. მლაპა).
გოლი: 0:1 სალიჰოვიჩი (11), 1:1 ჰარნიკი (34)
გაფრთხილება: ბოკა, ჰარნიკი, კაკაუ - სალიჰოვიჩი, ვაისი
გაძევება: ვორსა (41. ჰოფენჰაიმი)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 19(5)-11(7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 35 000


ბორუსია (მ)-ჰანოვერი 1:2
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, ანდერსონი, კალსენ-ბრაკერი, დემსი - მარქსი (82. მატმური), ბრედლი - როისი, არანგო - დე კამარგო (72. იდრისუ) - ბობადილია.
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი (59. ჰანკე), რაუში - შლაუდრაფი (82. ჩაჰედი), ია კონანი (89. ფორსელი).
გოლები: 1:0 ბრედლი (19), 1:1 ჰანკე (73), 1:2 ია კონანი (75)
გაფრთხილება: როისი, დემსი - შტინდლი
გაძევება: ბობადილია (43. ბორუსია მ)
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 15(3)-12(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 38 000


შალკე-ბაიერნი 2:0
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი - ედუ (73. პაპადოპულოსი), ხურადო (77. პანდერი) - ჰუნტელაარი, რაული (60. ფარფანი).
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ბრენო, ტიმოშჩუკი, კონტენტო - ვან ბომელი (74. პრანიჩი), კროოსი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი (84. ვან ბუიტენი), რიბერი - გომესი.
გოლები: 1:0 ხურადო (58), 2:0 ჰიოვედესი (67)
გაფრთხილება: კროოსი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12(4)-17(5); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 61 673


ლევერკუზენი-კიოლნი 3:2
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ჰიიპია (44. როლფესი), კადლეცი - ვიდალი, რაინარტცი - სემი (70. ლ. ბენდერი), რენატო (79. ბალიტში), ბარნეტა - ჰელმესი.
კიოლნი (4-2-3-1): მონდრაგონი - ბრეჩკო (85. ტეროდე), ჟერომელი, მოჰამადი, ერეთი - პეტიტი, პეცონი (64. ლანიგი) - ჟაჟალო, მატუშიკი, პოდოლსკი - ფრაისი (70. იონიტა).
გოლები: 1:0 ჰელმესი (21), 1:1 ჟერომელი (27), 2:1 ბარნეტა (55), 3:1 რაინარტცი (61), 3:2 ლანიგი (65)
გაფრთხილება: რენატო - პეტიტი
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11(5)-14(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 30 210


ნიურნბერგი-ბორუსია (დ) 0:2
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი (68. ექიჩი), მარო, ვოლფი, პლატენჰარდტი - სიმონსი - ჰეგელერი, კოენი (83. მენდლერი), გიუნდოგანი, მაკი (75. აიგლერი) - შიბერი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი (90. ფელიპე სანტანა), ს. ბენდერი - გიოტცე, კაგავა (85. და. სილვა), გროსკროიტცი (61. ბლაშჩიკოვსკი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 ჰუმელსი (23), 0:2 ლევანდოვსკი (88)
გაფრთხილება: შიბერი, გიუნდოგანი - ლევანდოვსკი, სუბოტიჩი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7(1)-16(7); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 48 500


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 15 13 1 1 37-9 40
2. მაინცი 15 10 0 5 26-16 30
3. ლევერკუზენი 15 8 5 2 29-21 29
4. ჰანოვერი 15 9 1 5 22-23 28
5. ფრაიბურგი 15 8 0 7 20-23 24
6. ჰოფენჰაიმი 15 6 5 4 29-19 23
7. ბაიერნი 15 6 5 4 23-17 23
8. აინტრახტი 15 7 2 6 23-20 23
9. ჰამბურგი 15 6 3 6 23-23 21
10. ვერდერი 15 5 4 6 22-31 19
11. ნიურნბერგი 15 5 3 7 18-26 18
12. კაიზერსლაუტერნი 15 5 2 8 25-26 17
13. ვოლფსბურგი 15 4 5 6 22-23 17
14. ზტ. პაული 15 5 2 8 14-23 17
15. შალკე 15 4 4 7 21-24 16
16. შტუტგარტი 15 3 3 9 28-28 12
17. კიოლნი 15 3 3 9 17-30 12
18. ბორუსია (მ) 15 2 4 9 25-42 10


ბომბარდირები: 13 - გეკასი (აინტრახტი); 11 - სისე (ფრაიბურგი); 9 - ჯეკო (ვოლფსბურგი), გომესი (ბაიერნი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ); 7 - გრაფიტე (ვოლფსბურგი), ჰუნტელაარი (შალკე), კაგავა (ბორუსია დ), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი).



II ბუნდესლიგა
XV ტური


დუისბურგი-ფრანკფურტი 1:3
გოლები: 1:0 მაიერჰოფერი (26), 1:1 შლიკე (37), 1:2 მიოლდერსი (41), 1:3 ვუნდერლიხი (85)


ოსნაბრიუკი-პადერბორნი 2:2
გოლები: 1:0 ადლერი (59), 1:1 ბრენდი (61), 2:1 ლინდემანი (75-პენ), 2:2 მორი (76)


ობერჰაუზენი-ალემანია 1:2
გოლები: 0:1 არსლანი (45), 0:2 შტელე (51), 1:2 ლამიდი (56)


აუგსბურგი-კოტბუსი 4:0
გოლები: 1:0 რაფაელი (15-პენ), 2:0 რაფაელი (23-პენ), 3:0 ვერნერი (58), 4:0 რაფაელი (82)


არმინია-ფიურტი 1:4
გოლები: 0:1 პრიბი (10), 0:2 ჰაასი (53), 1:2 დი გრეგორიო (63), 1:3 ჰაასი (80), 1:4 ნიოთე (89)


ფორტუნა-კარლსრუე 1:0
გოლი: 1:0 რიოსლერი (8)


მიუნხენ 1860-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ლაუთი (11)


აუე-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 0:1 მეტცელდერი (83), 1:1 შრიოდერი (86)


უნიონი-ბოხუმი დღეს

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. აუე 15 9 4 2 19-16 31
2. აუგსბურგი 15 9 2 4 31-14 29
3. დუისბურგი 15 9 2 4 28-15 29
4. ფიურტი 15 9 2 4 25-13 29
5. ჰერტა 15 9 2 4 22-12 29
6. ფრანკფურტი 15 9 1 5 24-16 28
7. კოტბუსი 15 8 3 4 31-23 27
8. მიუნხენ 1860 15 7 5 3 21-15 24
9. ალემანია 15 5 5 5 22-23 20
10. ბოხუმი 14 6 1 7 17-20 19
11. ფორტუნა 15 6 0 9 13-18 18
12. პადერბორნი 15 5 2 8 15-22 17
13. ობერჰაუზენი 15 5 2 8 14-24 17
14. უნიონი 14 4 3 7 15-20 15
15. ოსნაბრიუკი 15 4 3 8 22-28 15
16. კარლსრუე 15 3 4 8 20-31 13
17. ინგოლშტადტი 15 3 2 10 17-25 11
18. არმინია 15 2 1 12 11-32 7

* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა

ბომბარდირები: 10 - პეტერსენი (კოტბუსი); 9 - რაფაელი (აუგსბურგი); 8 - ლაუთი (მიუნხენ 1860), მიოლდერსი (ფრანკფურტი); 7 - აუერი (ალემანია), ბალიაკი (დუისბურგი), ჩონგი (ბოხუმი).


III ბუნდესლიგა
აალენი-ერფურტი 0:4, რეგენსბურგი-კობლენცი (გადაიდო), ვეენი-ვერდერი II 1:1, ბაიერნი II-უნტერჰახინგი (გადაიდო), დრეზდენი-ოფენბახი 2:0, კარლ ცაისი-შტუტგარტი (გადაიდო), ჰაიდენჰაიმი-ბრაუნშვაიგი 1:4.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული