მიუნხენში გლენზე დაფიქრებულან

AutoSharing Option

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ბაიერნი“ ახალ, მაღალი კლასის მცველს ეძებს. მიუნხენელებს პირველ რიგში ფლანგის მცველი სჭირდებათ და სავარაუდოდ, არც ახალ ცენტრალურ უკანახაზელზე იტყვიან უარს. ზაფხულში რეკორდმაისტერი „აიაქსის“ მარჯვენა მცველ გრეგორი ვან დერ ვილს, მერე კი „ბენფიკას“ მარცხენა მცველ ფაბიო კოენტრაუს უმიზნებდა, მაგრამ ტრანსფერები არ შედგა. ძებნა გრძელდება და უახლესი ინფორმაციით, „ბაიერნის“ ინტერესის არეალში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მოექცა.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, მიუნხენელები 26 წლის გლენ ჯონსონის შეძენაზე დაფიქრდნენ. ჯონსონს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ფასი დაახლოებით

16 მილიონი ევროა. რაკი გასულ ზაფხულს მიუნხენელებს ტრანსფერებში ცენტიც არ დაუხარჯავთ, წესით, იანვარში ან ივნისში მაინც უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი. თუკი ტრანსფერი იანვარში განხორციელდება, ჯონსონი ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნის“ ღირსებას უპრობლემოდ დაიცავს, რადგან „ლივერპული“ ევროპის ლიგაში თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული