ბრუნოც მოსულა

AutoSharing Option

როგორც მოსალოდნელი იყო, პარასკევს განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ (1:2 ჰანოვერთან), „შტუტგარტის“ ხელმძღვანელებმა გადამჭრელი ზომა მიიღეს და შვაბური კლუბის დროებითი მწვრთნელი იენს კელერი დაითხოვეს. გეხსომებათ, ამ უკნასკნელს გუნდი შვაბმა ბოსებმა კრისტიან გროსის გათავისუფლების მერე ჩააბარეს და იმედი ჰქონდათ, რომ კელერი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაამართლებდა. რაკი ასე არ მოხდა, იენსი გაუშვეს და გუშინ, „შტუტგარტის“ მთავარ მწვრთნელად ყველასათვის კარგად ცნობილი ბრუნო ლაბადია დაინიშნა.

გაგახსენებთ, რომ 44 წლის ლაბადია აპრილის ბოლომდე „ჰამბურგს“ წვრთნიდა, ხოლოდ 2008/2009 წლების სეზონში კი „ლევერკუზენს“ ედგა სათავეში. რაკი იმედები ბოლომდე

ვერც „ჰამბურგში“ გაამართლა და ვერც „ლევერკუზენში“, „შტუტგარტში“ მას ყოველი შემთხვევისთვის, კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაუფორმეს. იმ შემთხვევაში, თუ შვაბები მის ხელში კარგად იასპარეზებენ, ზაფხულში ლაბადიას კონტრაქტი ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული