სასწაული გრძელდება

AutoSharing Option

„ლევერკუზენი“ და „ბაიერნი“ კი გამოცოცხლდნენ, მაგრამ დორტმუნდის „ბორუსიას“ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია - „შავ-ყვითელი“ სასწაული გრძელდება. BVB-მ ბრემენის „ვერდერიც“ დაამარცხა და ამჯერად გაუმართლა კიდეც - ზუსტად ისე, როგორც საჩემპიონო გუნდებს უმართლებთ ხოლმე. გამართლებაში, პირველყოვლისა, მატჩის მთავარი არბიტრის, ფლორიან მაიერის შეცდომას ვგულისხმობთ, რომელმაც 52-ე წუთზე „ბორუსიას“ კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო, რადგან დორტმუნდელთა საჯარიმოში შეჭრილი კლაუდიო პისარო „ბორუსიას“ მეკარე რომან ვაიდენფელერმა აშკარად აკრძალული ხერხით შეაჩერა.

„ვაიდენფელერმა ვეღარ გათვალა

და თამაშის წესები აშკარად დაარღვია. ეს ასპროცენტიანი პენალტი იყო და არ ვიცი, რა ესიზმრებოდა იმ მომენტში მსაჯს,“ - განრისხდა პერუელი თავდამსხმელი. სხვათა შორის, დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპიც აღიარებს, მაიერს ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი რომ დაენიშნა, საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვება მსაჯის დამსახურება ნაღდად არ არის, ბიჭებმა ისევ ძალიან კარგად ითამაშესო.

თამაშის იმ ხარისხის ფონზე, რასაც „ბორუსიამ“ ამ სეზონში მიგვაჩვია, „ვერდერთან“ ნაჩვენებ ფეხბურთს გრანდიოზული არ ეთქმის, მაგრამ დორტმუნდელები მთელ რიგ მომენტებში მართლაც უდიდესი აღმაფრენით თამაშობდნენ. 14 მოგება 16 მატჩში, 43 ქულა - „ბორუსიას“ ბუნდესლიგაში ასეთი მაჩვენებელი აქამდე არასდროს ჰქონია! 

მატჩის წინ ბრემენელები საბრძოლველად იყვნენ განწყობილები. მაგალითად, აარონ ჰანტი ამბობდა, „დორტმუნდი“ სულაც არ არის დაუმარცხებელი გუნდი, ჩემი აზრით, დღეს 2:0-ს მოვიგებთო, მაგრამ დაიწყო თუ არა თამაში, „ვერდერი“ მოლოდინისამებრ ძალიან სწრაფად აღმოჩნდა სტატისტის რანგში, უკვე მერვე წუთზე კი, ნური შაჰინმა იდეალური საჯარიმო დარტყმით ანგარიშიც გახსნა. თამაშის წინ თურქს ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის უთქვამს, ჩემი მიზანია, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ვიყო და მერე რა, რომ ჩემი კონკურენტები ბასტიან შვაინშტაიგერი და მარკ ვან ბომელი არიანო. შაჰინი ამ ეტაპზე არა მარტო თავის პოზიციაზე, არამედ საერთოდ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, ვან ბომელსა და შვაინშტაიგერს კი გოლების რაოდენობითაც უსწრებს და საგოლე პასების რაოდენობითაც.

შესვენებაზე „ვერდერის“ მენეჯერი კლაუს ალოფსი ლამის ტიროდა, ძალიან ქალაჩუნურ ფეხბურთს ვთამაშობთ, მეორე ნახევარში მეტი გამბედაობა გვჭირდებაო. თქვენც არ მოგვიკვდეთ! მეტი გამბედაობა მხოლოდ „ბორუსიას“ იაპონელმა ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ გამოიჩინა, რომელმაც რობერტ ლევანდოვსკის დახმარებით ანგარიში ორამდე გაზარდა. „ცხოველებივით ვშრომობთდა ეს ყველაფერი სწორედ შრომის შედეგია!“ - ეს კლოპის სიტყვებია. kick it like Borussia Dortmund...


აბსოლუტურად საპირისპირო ვითარებაა „ჰამბურგში“. ჩრდილოგერმანული კლუბი შაბათს საკუთარ მოედანზე „ლევერკუზენთან“ 2:4 დამარცხდა. მეხუთე წაგება ბოლო შვიდ თამაშში, აღრენილი ფანები, გადაბერებული მეკარე და მწვრთნელი, რომელიც უკვე ღიად აცხადებს, რომ „ჰამბურგი“ ევროპის ლიგის საგზურზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოს - HSV-ში ფეთქებადი სიტუაციაა და მთავარი მწვრთნელი არმინ ფეეც დენთის კასრზე ზის. თუმცა კლუბის გულშემატკივრებს მწვრთნელის საწინააღმდეგო (ჯერჯერობით) არაფერი აქვთ. მათი აგრესიის ობიექტი ისევ და ისევ კლუბის ბოსი ბერნდ ჰოფმანია, რომელის სამეთვალყურეო საბჭოს 2003 წლიდან ხელმძღვანელობს და გულშემატკივრები „ჰამბურგის“ მუდმივ უნიათობას პირველ რიგში სწორედ მას მიაწერენ, რადგან ამ ხნის მანძილზე გუნდმა არაერთი სახელოვანი მწვრთნელი თუ ფებხურთელი გამოიცვალა, წარმატებებს კი ვერა და ვერ აღწევს. „ჰამბურგისთვის“ დამამცირებელი იყო „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვები, რომელმაც საფინალო სასტვენის მერე თქვა, აქ აუცილებლად უნდა მოგვეგოო.

„ბაიერნმა“, როგორც მოსალოდნელი იყო, „ზანკტ პაული“ იოლად დაამარცხა (3:0), მაგრამ მიუნხენელ ფანებს შაბათს სულ სხვა რამ ჰქონდათ საზეიმო - ბასტიან შვაინშტაიგერმა რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენში 2016 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე თომას მიულერი ათამაშა, რადგან პარასკევს მარიო გომესიც დაუშავდა, ივიცა ოლიჩი და მიროსლავ კლოზე კი, როგორც იცით, დიდი ხნის ტრავმირებულები არიან. მიულერს გოლი არ გაუტანია, მიუნხენელთაგან ჰამით ალთინთოფმა, ფრანკ რიბერიმ და ფილიპ ლამმა (პენალტით) იხეირეს.

„ჰოფენჰაიმი“ „ნიურნბერგს“ დიდხანს უგებდა და ლოგიკურად, თამაში გამარჯვებამდე უპრობლემოდ უნდა მიეყვანა, მაგრამ თამაშის მიწურულს ფრანკებმა ძალიან მოინდომეს და 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კრისტიან აიგლერმა წონასწორობა აღადგინა, რითაც „ნიურნბერგს“ უაღრესად მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონისთვის არადამახასიათებლად უინტერესო გამოდგა „კაიზერსლაუტერნისა“ და „ვოლფსბურგის“ მატჩი (0:0), რაც ალბათ იმის ბრალია, რომ „მგლების“ თავკაცმა სტივ მაკლარენმა ზედმეტად მომლოდინე და პრაგმატული ტაქტიკა აირჩია და რაკი ზღვა შეტევებით წელს არც „წითელი ეშმაკები“ გამოირჩევიან, უგოლო ფრე ულაპარაკოდ ლოგიკურია. „კიოლნმა“ კი „აინტრახტს“ მოუგო და „თხებმაც“ დროებით ამოისუნთქეს.

პარასკევს „ჰანოვერმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესოთა შორის შემთხვევით არ არის: მირკო სლომკას ბიჭებმა უმძიმეს კრიზისში მყოფი „შტუტგარტი“ დიდიე ია კონანის დუბლის წყალობით დაამარცხეს. შვაბთა ამ წაგებას გუნდის დროებითი მწვრთნელი იენს კელერი ვეღარ გადაურჩა - ეს უკანასკნელი მოხსნეს და გუშინვე, „შტუტგარტში“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა: ბოლო წლებში ორგზის წარუმატებელი (ლევერკუზენი, ჰამბურგი) ბრუნო ლაბადია.

შაბათს დაკარგული მეორე ადგილი „მაინცმა“ კვირას ვეღარ დაიბრუნა. თომას ტუხელის გუნდი საკუთარ „ბრუხვეგშტადიონზე“ „შალკესთან“ დამარცხდა და მეოთხე ადგილზე დარჩა. გუშინვე, „ფრაიბურგმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ გაანადგურა (3:0).
გვერდი მოამზადა გოტფრიდ ლენცმა


მომდევნო ტური
17 დეკემბერი. ბორუსია (მ)-ჰამბურგი. 18 დეკემბერი. შალკე-კიოლნი, ვერდერი-კაიზერსლაუტერნი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-ბორუსია (დ), ნიურნბერგი-ჰანოვერი, ზტ. პაული-მაინცი. 19 დეკემბერი. ლევერკუზენი-ფრაიბურგი, შტუტგარტი-ბაიერნი.



ჰანოვერი-შტუტგარტი 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო (23. ჩაჰედი), ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ (87. ლალა) - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი (81. ჰანკე), ია კონანი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ფ. დეგენი (78. კუჟმანოვიჩი), ნიდერმაიერი, დელპიერი, ბოკა - ტრეში, გენტნერი (66. აუდელი) - ჰარნიკი, ელსონი (46. პოგრებნიაკი), გებჰარდტი - კაკაუ.
გოლები: 1:0 ია კონანი (35), 1:1 ნიდერმაიერი (74), 2:1 ია კონანი (76)
გაფრთხილება: ია კონანი, პინტუ - დელპიერი, დეგენი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16(8)-22(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 36 207


ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 1:1
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ჰაასი - ბეკი, ლუის გუსტავო, კომპერი, იბერტსბერგერი - რუდი, სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი, სიგურდსონი - ბა, იბიშევიჩი (57. მლაპა).
ნიურნბერგი (4-1-2-2-1): რ. შეფერი - იუდტი (77. აიგლერი), მარო, ვოლფი, პლატენჰარდტი - სიმონსი - გიუნდოგანი (64. მაკი), ექიჩი - ჰეგელერი, ფრანტცი (46. კოენი) - შიბერი.
გოლები: 1:0 კომპერი (55), 1:1 აიგლერი (87)
გაფრთხილება: ვუკჩევიჩი - იუდტი, კოენი, პლატენჰარდტი
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(4)-11(4); ბურთის ფლობა: 55%-46%.
მაყურებელი: 30 150


კაიზერსლაუტერნი-ვოლფსბურგი 0:0
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - პეცოსი - კირხი, ტიფერტი, მორავეკი, ილიჩევიჩი - მიჩანსკი (46. ნემეცი).
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - პეკარიკი (63. სისერო), კიაერი, ბარძალი, მ. შეფერი - ჰასებე, რიტერი - ზიანი (84. მადლუნგი), ჩიგერჩი - დიეგო - ჯეკო.
გაფრთხილება: პეცოსი - ზიანი, სისერო, ჰასებე
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 18(2)-5(0); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 38 181


ჰამბურგი-ლევერკუზენი 2:4
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ფ. როსტი - ბენჯამინი, ვესტერმანი, დემელი, აოგო (76. რინკონი) - იაროლიმი (76. სონი) - პიტროიპა, ზე რობერტო (67. ელია) - ტროხოვსკი - ვან ნისტელროი, გერერო.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - კასტრო, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კადლეცი - ვიდალი, როლფესი - სემი (77. ლ. ბენდერი), რენატო (86. შვააბი), ბარნეტა (82. ბალიტში) - დერდიოკი.
გოლები: 0:1 სემი (30), 1:1 ვიდალი (49-საკ. კარში), 1:2 ვიდალი (61), 1:3 რენატო (66), 1:4 როსტი (78-საკ. კარში), 2:4 ელია (79)
გაფრთხილება: ბენჯამინი, იაროლიმი, ვან ნისტელროი - რაინარტცი, კადლეცი, სემი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 23-18; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8(3)-16(8); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 51 225


ბაიერნი-ზტ. პაული 3:0
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბრენო, კონტენტო - ვან ბომელი, კროოსი - ჰამით ალთინთოფი, შვაინშტაიგერი, რიბერი - თ. მიულერი.
ზტ. პაული (4-1-4-1): კესლერი - როთენბახი, მორენა, გიუნეში, ფოლცი (46. ბრუნსი) - ბოლი (62. ასამოა) - ბარტელსი, მ. ლემანი, მ. კრუსე (71. მ. ჰაინი), ოჩიპკა - ებერსი.
გოლები: 1:0 ჰამით ალთინთოფი (16), 2:0 ლამი (71-პენ), 3:0 რიბერი (79)
გაფრთხილება: ფოლცი (ზტ. პაული)
გაძევება: კესლერი (68. ზტ. პაული)
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 22(10)-9(2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 69 000


კიოლნი-აინტრახტი 1:0
კიოლნი (4-2-3-1): მონდრაგონი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, ერეთი (46. შორხი) - პეტიტი, მატუშიკი - კლემენსი, ლანიგი, პოდოლსკი (22. ჟაჟალო) - ფრაისი (85. ტეროდე).
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - ს. იუნგი, ვასოსკი, რუსი, ცაველასი (64. ა. მაიერი) - შვეგლერი, კიოლერი - ოხსი (81. ფენინი), ამანატიდისი (64. კაიო), ჰალილ ალთინთოფი - გეკასი.
გოლი: 1:0 კლემენსი (56)
გაფრთხილება: ბრეჩკო, ერეთი, ჟერომელი, ჟაჟალო, კლემენსი - ცაველასი, გეკასი, რუსი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10(5)-14(3); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 45 000


ბორუსია (დ)-ვერდერი 2:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი (67. და სილვა) - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, მ. გიოტცე (79. გროსკროიტცი) - ბარიოსი (60. ლევანდოვსკი).
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - დ. შმიდტი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ფრიტცი (79. დ. იენსენი), ფრინგსი - ბარგფრედე (70. თაი), ჰანტი, მარინი - პისარო (66. ვაგნერი).
გოლები: 1:0 ნ. შაჰინი (9), 2:0 კაგავა (70)
გაფრთხილება: ს. ბენდერი, კაგავა - ბარგფრედე, ფრიტცი, პისარო, პრიოდლი, დ. იენსენი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 11(5)-8(2); ბურთის ფლობა: 43%-58%.
მაყურებელი: 80 720


ფრაიბურგი-ბორუსია (მ) 3:0
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი - როზენტალი (68. ფლუმი), ნიკუ, მაკიადი (77. პამიჩი), აბდესადკი - სისე (80. რაიზინგერი).
ბორუსია მ. (4-2-2-2): ჰაიმეროთი - ლეველსი, ბრუვერსი (41. კალსენ-ბრაკერი), დემსი, შახტენი - ბრედლი, მარქსი - მატმური, არანგო - დე კამარგო (77. ნოიშტედტერი), იდრისუ (46. ჰერმანი).
გოლები: 1:0 სისე (19), 2:0 ბართი (41), 3:0 სისე (59)
გაფრთხილება: სისე - შახტენი, ლეველსი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 22(8)-14(6); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 700


მაინცი-შალკე 0:1
მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - ფ. ჰელერი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - სოტო (60. ჰოლტბი), პოლანსკი - რისსე (60. კალიჯური), ივანშიტცი (60. შალაი) - შიურლე, ალაგუი.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა (87. მატიპი), ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე (63. პაპადოპულოსი), რაკიტიჩი - ფარფანი, ხურადო (38. ედუ) - ჰუნტელაარი, რაული.
მე-8 წუთზე ჰუნტელაარმა (შალკე) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
73-ე წუთზე შიურლემ (მაინცი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლი: 0:1 ფარფანი (30)
გაფრთხილება: ვეტკლო, ნოვესკი, პოლანსკი - ედუ, ფარფანი
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7(4)-10(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 20 300

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 16 14 1 1 39-9 43
2. ლევერკუზენი 16 9 5 2 33-23 32
3. ჰანოვერი 16 10 1 5 24-24 31
4. მაინცი 16 10 0 6 26-17 30
5. ფრაიბურგი 16 9 0 7 23-23 27
6. ბაიერნი 16 7 5 4 26-17 26
7. ჰოფენჰაიმი 16 6 6 4 30-20 24
8. აინტრახტი 16 7 2 7 23-21 23
9. ჰამბურგი 16 6 3 7 25-27 21
10. შალკე 16 5 4 7 22-24 19
11. ნიურნბერგი 16 5 4 7 19-27 19
12. ვერდერი 16 5 4 7 22-33 19
13. კაიზერსლაუტერნი 16 5 3 8 25-26 18
14. ვოლფსბურგი 16 4 6 6 22-23 18
15. ზტ. პაული 16 5 2 9 14-26 17
16. კიოლნი 16 4 3 9 18-30 15
17. შტუტგარტი 16 3 3 10 29-30 12
18. ბორუსია (მ) 16 2 4 10 25-45 10


ბომბარდირები: 13 - სისე (ფრაიბურგი), გეკასი (აინტრახტი); 9 - ჯეკო (ვოლფსბურგი), გომესი (ბაიერნი), უგო ალმეიდა (ვოლფსბურგი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ია კონანი (ჰანოვერი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ), კაგავა (ბორუსია დ).


II ბუნდესლიგა, XVI ტური

კარლსრუე-არმინია 1:0
გოლი: 1:0 შტაფელდტი (27)


ფიურტი-ობერჰაუზენი 0:0


ალემანია-ფორტუნა 0:0


პადერბორნი-დუისბურგი 0:0


ფრანკფურტი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 მიოლდერსი (49), 1:1 ს. ჰაინი (58), 1:2 იორლი (87)


ბოხუმი-ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 0:1 ჰანსენი (18), 1:1 ზალიკი (68), 2:1 ჩონგი (72)


ჰერტა-აუე 2:0
გოლები: 1:0 კობიაშვილი (37-პენ), 2:0 ლასოგა (65)


ინგოლშტადტი-მიუნხენ 1860 1:1
გოლები: 1:0 ბუხნერი (61), 1:1 ლუდვიგი (90)


კოტბუსი-უნიონი დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. აუგსბურგი 16 10 2 4 33-15 32
2. ჰერტა 16 10 2 4 24-12 32
3. აუე 16 9 4 3 19-18 31
4. დუისბურგი 16 9 3 4 28-15 30
5. ფიურტი 16 9 3 4 25-13 30
6. ფრანკფურტი 16 9 1 6 25-18 28
7. კოტბუსი 15 8 3 4 31-23 27
8. მიუნხენ 1860 16 7 6 3 22-16 25
9. ბოხუმი 16 8 1 7 20-21 25
10. ალემანია 16 5 6 5 22-23 21
11. ფორტუნა 16 6 1 9 13-18 19
12. პადერბორნი 16 5 3 8 15-22 18
13. ობერჰაუზენი 16 5 3 8 14-24 18
14. კარლსრუე 16 4 4 8 21-31 16
15. უნიონი 15 4 3 8 15-21 15
16. ოსნაბრიუკი 16 4 3 9 23-30 15
17. ინგოლშტადტი 16 3 3 10 18-26 12
18. არმინია 16 2 1 13 11-33 7


* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა


ბომბარდირები: 10 - პეტერსენი (კოტბუსი); 9 - მიოლდერსი (ფრანკფურტი), რაფაელი (აუგსბურგი); 8 - ჩონგი (ბოხუმი), ლაუთი (მიუნხენ 1860); 7 - აუერი (ალემანია), ბალიაკი (დუისბურგი).



III ბუნდესლიგა

კობლენცი-აალენი 1:0, ბრაუნშვაიგი-ზაარბრიუკენი 1:0, კარლ ცაისი-დრეზდენი 1:0. სხვა მატჩები გადაიდო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული