პოდოლსკი დაშავდა, კონტენტო თხებში?

AutoSharing Option
ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ „კიოლნს“ ცუდი ამბავი დაატყდა თავს: გუნდის ლიდერმა ლუკას პოდოლსკიმ „აინტრახტთან“ მატჩის დროს, რომელიც „თხებმა“ 1:0 მოიგეს, ტრავმა მიიღო და როგორც „კიოლნის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მომდევნო ტურში ნამდვილად ვერ ითამაშებს, აი, 22 დეკემბერს კი (გერმანიის თასის მორიგ ეტაპზე), შესაძლოა, იასპარეზოს.

ამასობაში „კიკერი“ იუწყება, რომ დიდი შანსია, „კიოლნში“ „ბაიერნის“ ახალგაზრდა მცველი დიეგო კონტენტო გადავიდეს. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, მიუნხენური გრანდი მზადაა, კონტენტო „კიოლნს“ არენდით დაუთმოს - ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკორდმაისტერი იანვარში ახალ მარცხენა მცველს შეიძენს.

„თხების“ შეფები კონტენტოს ალტერნატივად „ჰოფენჰაიმის“ მარცხენა მცველ კრისტიან აიხნერს განიხილავენ, რომელიც რანგ რანგნიკის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული