ბენდერი 2016 წლამდე

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. 21 წლის შუამარბი BVB-ში, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 2016 წლამდე დარჩება. სვენი, რომლის ტყუპისცალი ლარსიც "ლევერკუზენში" თამაშობს, "ბორუსიაში" 2009 წელს "მიუნხენ 1860"-დან გადავიდა.

"დორტმუნდში" უბედნიერესი ვარ და მინდა, რომ მთელი ჩემი კარიერა ამ გენიალურ კლუბში გავატარო," - უთხრა ბენდერმა "კიკერს".

კლუბის სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის თქმით, სვენ ბენდერი "ბორუსიასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის მომავალი სხვებთან ერთად, სვენთანაც ასოცირდებაო, - ამბობს ცორკი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული