ჰოფემ ფირმინიო გაიფორმა

AutoSharing Option
„ჰოფენჰაიმმა“ ბრაზილიელ ფეხბურთელ რობერტო ფირმინიოს კონტრაქტი გაუფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში ახალგაზრდა მოთამაშე გერმანულ კლუბში გადავა. 19 წლის ბრაზილიელმა ჰოფენჰაიმში სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა და ოთხწლინახევარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი (2015 წლის ივნისამდე). ფირმინიო „ჰოფეში“ ბრაზილიის მეორე ლიგის წარმომადგენლიდან, „ფიგერენსედან“ გადადის.

„მიხარია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ბრაზილიელი ტალანტი, რომელზეც საკმაოდ ბევრი ევროპული გრანდი ნადირობდა, იანვრიდან ჩვენთან ითამაშებს,“ - აცხადებს „სოფლელების“ დამრიგებელი რალფ რანგნიკი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული