ბარიოსი ჟოზესთან, მადრიდში?

AutoSharing Option

როგორც იცით, მადრიდის „რეალი“ ტრავმირებული გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს. ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაცით, ჟოზე მოურინიოს ინტერესის სფეროში დორტმუნდის „ბორუსიას“ გოლეადორი ლუკას ბარიოსიც მოხვდა და თანაც, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის სასურველ თავდამსხმელებში ის პირველ ადგილზე ყოფილა.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ჟოზე ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ იანვარში ბარიოსი გადაიბიროს. მადრიდელები მზად არიან, „დორტმუნდს“ გაპარაგვაელებულ არგენტინელში 15-დან 20 მილიონ ევრომდე გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ ბარიოსი პრიმერა დივიზიონში გადასვლასთან ახლოს 2008 წელსაც იყო, ოღონდ იმ დროისთვის „კოლო კოლოს“ თავდამსხმელს „რეალზე“ გაცილებით მოკრძალებული კლუბი, „ესპანიოლი“ ეპატიჟებოდა და ტრანსფერი

იმის გამო ჩიაშალა, რომ კატალონიელებმა „კოლო კოლოს“ 3 მილიონი ვერ გადაუხადეს. ზუსტად ერთი წლის მერე კი ბარიოსი ბუნდესლიგაში გადავიდა, სადაც დღეისათვის 47 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. ბარიოსს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. ლუკასით „მანჩესტერ სიტი“, „მილანი“ და „ლივერპულიც“ არიან დაინტერესებულები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული