გადავა თუ არ გადავა მანუელ ნოიერი?

AutoSharing Option

ბოლოს და ბოლოს, რას იზამს „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი - გელზენკირხენულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს თუ მაინც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავა? ადრეც ვწერდით, რომ „ბაიერნის“ „სამხრეთტრიბუნელმა“ ფანებმა გასულ უქმეებზე, „ზანკტ პაულისთან“ მატჩის მიწურულს დიდი ტრანსფარანტი გადმოფინეს, რომელზეც ბავარიული აქცენტით ეწერა, ნოიერი არაფერში გვჭირდება, ჩვენ ხომ თომას კრაფტი გვყავსო. ამ საქციელის მერე, მიუნხენური გიგანტის ფანობა ორად გაიხლიჩა. ერთი ნახევარი ამბობს, რომ ნოიერი რეკორდმაისტერს ძალიან სჭირდება, მეორე ნახევარი კი „შალკეს“ მეკარის ყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია. ეს უკანასკნელნი, 22 წლის თომას კრაფტისთვის

შანსის მიცემას ემხრობიან.

„მანუელ ნოიერს „ბაიერნში“ არაფერი ესაქმება, რადგან მან ჩვენი გუნდი და გუნდის ცოცხალი ლეგენდა ოლივერ კანი შეურაცხყო. ყველას კარგად გვახსოვს, რა გააკეთა ამას წინათ მიუნხენში ჩატარებული მატჩის დროს - მან ოლის დასცინა, კუთხურის ალამი ცხვირწინ გვიფრიალა. ამ სცენის გახსენებისას „ბაიერნის“ ყველა რეალურ გულშემატკივარს გული უნდა აუჩქარდეს და ნოიერის წინააღმდეგ უნდა განეწყოს. ეს არის ფეხბურთელი, რომელის რეკორდმაისტერის ფორმით თამაშს არ ისმახურებს,“ - აცხადებს „ბაიერნის“ ფან-კლუბ „შისამერ რედ-უაით-დინამიტის“ თავმჯდომარე როლანდ ჰელდი.

აი, ფან-კლუბ „მითრახინგ ობერბაიერნის“ შეფის, ჯონ ვან დერ პასის თქმით კი, მიუნხენურმა კლუბმა „შალკეს“ მეკარე აუცილებლად უნა იყიდოს: „მანუელი საუკეთესო გერმანელი მეკარეა. ასეთების ადგილი კი სწორედ მიუნხენის „ბაიერნშია.“

ფანების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ნოიერში 30 მილიონი ევროს გადახნა (ბუნდესმეკარე სწორედ ასე ფასობს) სისულელეა, სხვები კი ამტკიცებენ, რომ მიუნხენურმა კლუბმა მანუელი 2012 წელს უფასოდ უნდა გადაიბიროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული