„ზუდდოიჩე ცაითუნგს“ თუ დავუჯერებთ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი მალე ისევ მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდება. როგორც იცით, 22 წლის ჰუმელსი ბავშვობიდან ბავარიულ გრანდში თამაშობდა და „დორტმუნდში“ ორი წლის წინ გადავიდა. მატსი „ბორუსიაში“ თავიდან არენდის წესით ასპარეზობდა, მერე კი, ვესტფალიურმა კლუბმა მისი კონტრაქტი 5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ზემოთ ხსენებული გაზეთის ინფორმაციით, „ბაიერნს“ ჰუმელსის გადაბირება არა ახლა, არამედ 2012 წლის ზაფხულისთვის აქვს დაგეგმილი, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტში წერია, რომ 2012 წელს მას „ბორუსიას“ დაოტვება 8 მილიონ ევროდ შეუძლია, ეს კი მატსის სადღეისო, რეალურ ფასზე
გოტფრიდ ლენცი