ბოიკოტი გლადბახს

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ულტრასმა ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს. საშინელი შედეგების ("გლადბახი" 16 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა) გამო, უერთგულესმა ქომაგებმა გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ მატჩში "ბორუსია პარკის" სამხრეთ ტრიბუნის ე.წ. "ბლოკ 1900" ცარიელი იქნება.

ბუნდესლიგის მატჩის ნაცვლად, მიონხენგლადბახელი ულტრასები ხელბურთის მატჩს (გლადბახი-ვიულფრათი) დაესწრებიან. მათი თქმით, საფეხბურთო გუნდის წარუმატებლობები ყელში ამოუვიდათ და ხელბურთზე კარგი განწყობის შესაქმნელად მიდიან (ხელბურთელი მიონხენგლადბახელები ობერლიგას ლიდერობენ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული