გეკასმა ინტრიგა დატოვა

AutoSharing Option

„პირველი წრის ბოლო ტურში ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა!“ - წერდა კვირას გაზეთი „ბილდი“. ჩვენი გერმანელი კოლეგები დორტმუნდის „ბორუსიას“ წაგებას გულისხმობდნენ - პირველი წრის გამარჯვებული ფრანკფურტში 0:1 დამარცხდა. ასეა: საფეხბურთო გერმანიას „დორტმუნდის“ წაგება გაუხარდა ზუსტად ისე, როგორც „ბაიერნის“ წაგება უხარიათ, როცა რეკორდმაისტერი სატურნირო ცხრილს დიდი უპირატესობით ლიდერობს ხოლმე და ეს იურგენ კლოპის გუნდისთვის უდავოდ კომპლიმენტია.

„ბორუსიას“ მარცხი მართლაც კარგია იმ მხრივ, რომ პირველი წრის ბოლო ტურმა ინტრიგა მაინც დატოვა და ახლა შეგვიძლია, სეზონის მეორე ნახევრის სტარტს უფრო მეტი ინტერესით დაველოდოთ. თანაც,

მეორე წრე ხომ „ლევერკუზენისა“ და „დორტმუნდის“ დუელით იწყება (14 იანვარს). ერთი სიტყვით, დორტმუნდელები სუპერ-რეკორდს ვერ შესწვდნენ, რადგან პირველი წრე 43 ქულით დაასრულეს. რეკორდი კი, რა თქმა უნდა, „ბაიერნს“ ეკუთვნის, რომელიც რეკორდმაისტერმა 2005 წელს, ფელიქს მაგათის ხელში დაამყარა: 44 ქულა 17 ტურის შემდეგ.


მართალია, დორტმუნდელებს „აინტრახტთან“ მატჩში გადაღლა ეტყობოდათ, შუა კვირაში „სევილიასთან“ ხომ უმძიმესი ბრძოლა (2:2) გადაიტანეს, მაგრამ ფრანკფურტელები თავიანთ „კომერც-ბანკ-არენაზე“ მაინც დაჯაბნეს. ლოგიკურად, სამი ქულა უნდა აეღოთ, მაგრამ არა ერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მატჩის მიწურულს კი დაუწერელი საფეხბურთო კანონი (ვერ გაიტან, გაგიტანენ) ამოქმედდა და „ბორუსია“, „აინტრახტის“ ბერძენმა გოლეადორმა, თეოფანის გეკასმა ძალზე ეფექტური გოლით დასაჯა.

„დიდი ხანია, არ წაგვიგია, მაგრამ ეს წაგება ზუსტად ისე მტკივა, როგორც პირველ ტურში, „ლევერკუზენთან“ განცდილი მარცხი მტკიოდა. „აინტრახტმა“ ვერ გვაჯობა, მაგრამ მოგება კი ნამდვილად დაიმსახურა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საბოლოო ჯამში, სეზონის პირველი ნახევრით უაღრესად კმაყოფილები უნდა ვიყოთ,“ - თქვა მატჩის შემდეგ კლოპმა, რომელიც ცამდე მართალია, რადგან BVB-მ პირველი წრე ათქულიანი უპირატესობით მოიგო. ფრანკფურტელები კი გამარჯვებას ემოციურად ზეიმობდნენ, მატჩის გმირი კი უდავოდ გეკასი გახლდათ, რომელმაც პირველ წრეში 14 გოლის გატანა შეძლო და საუკეთესო ბომბარდირია. გაგახსენებთ, რომ ბერძენი თავდამსხმელი ერთხელ უკვე იყო ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი - 2007 წელს, 20 გოლით და ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ მაშინ გეკასი „ბოხუმის“ (დღეს მეორე ბუნდესლიგაშია) ღირსებას იცავდა.

„ბორუსიას“ წაფორხილებით „ლევერკუზენს“ უნდა ესარგებლა, მაგრამ „ფარმაცევტებმა“ „შავ-ყვითლებთან“ მიახლოვება ვერ შეძლეს, რადგან საკუთარ „ბაი არენაზე“ „ფრაიბურგი“ ვერ დაამარცხეს (2:2). დიდთოვლობამ „ლევერკუზენს“ ტექნიკის დემონსტრირების საშუალება არ მისცა, „ფრაიბურგმა“ თავის სტილში, ხისტი ფეხბურთითა და პრაგმატული მიდგომით იმდენი მოახერხა, რომ „ბაიერს“ ჯერ თამაში შეუტრიალა და ლევერკუზენელები საბოლოოდ იმითაც მადლობლები დარჩნენ, ქულა რომ გადაარჩინეს.

სამაგიეროდ, „დორტმუნდის“ აყირავებით და „ლევერკუზენის“ უნიათობით იდეალურად ისარგებლა „მაინცმა“, რომელმაც „ზანკტ პაულისთან“ ტიპური მაინცური მატჩი ჩაატარა, 4:2 მოიგო და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, „მაინცი“ მაინც სეზონის პირველი ნახევრის მთავარ სიურპრიზად დარჩა. 2010 წლის კარგად დასრულებაში ლომის წვლილი შეიტანა ანდრე შიურლემ, რომელმაც „პაულის“ მისსავე „მილერნტორზე“ დუბლი შეუსრულა. აი, „ჰანოვერმა“ კი, რომელიც პირველი წრის კიდევ ერთი გამორჩეული გუნდია, წელი წაგებით დახურა. მირკო სლომკას გუნდი ნიურნბერგში დამარცხდა და საბოლოოდ მე-4 ადგილს დასჯერდა, რაც „ჰანოვერისთვის“ ნაღდად ბრწყინვალე შედეგია. აქედან გამომდინარე, „მაინცთან“ ერთად, „წითლებსაც“ აქვთ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურზე ოცნების უფლება.

პირველი წრის დასრულება ყველაზე მეტად „შალკეს“ მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს და მის შეგირდებს (ფანებსაც) ეწყინათ, რადგან სეზონის პირველი ნახევარი სწორედ იმ დროს დაიხურა, როცა გელზენკირხენულმა კლუბმა სისწრაფე აკრიფა. შაბათს „შალკემ“ „კიოლნი“ დაიბრიყვა (3:0) და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოლო ხუთ საშინაო მატჩში მაგათის ბიჭებმა 15 გოლი გაიტანეს, თან ისე, რომ საკუთარ კარში ერთიც არ მიუღიათ. „კიოლნს“ სამივე გოლი რაულმა გაუტანა - ვეტერან ესპანელს პირველ წრეში 9 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. აღსანიშნავია, რომ რაულს ცხრავე გოლი „ფელტინს არენაზე“, „შალკეს“ ქომაგების თვალწინ აქვს გატანილი.

„ეს გამარჯვება, რაულის ჰეთ-თრიკი და ზოგადად ჩვენი ბოლო თამაშები ასი პროცენტით მარწმუნებს იმაში, რომ მეორე წრეს ძალიან კარგად ჩავატარებთ. ვფიქრობ, ხუთეულში მოხვედრა არ გაგვიჭირდება,“ - თქვა ნამატჩევს მაგათმა. სამშაბათს „შალკეს“ გერმანიის თასის მერვედფინალური მატჩი ელის აუგსბურგში და მაგათმა ჯერ არ იცის, ათამაშებს თუ არა რაულს. ფელიქსი ესპანელ გოლეადორს აქამდე თასის მატჩებში მუდმივად ასვენებდა ხოლმე. რაც შეეხება „კიოლნს“, მთავარი სიახლე ის არის, რომ „თხებს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - გუშინ ამ პოსტზე იაპონიიდან გერმანიაში დაბრუნებული ფოლკერ ფინკე დაინიშნა.

„შალკე“ კი გამოსწორდა, მაგრამ ბრემენის „ვერდერს“ საშველი ვერაფრით დაადგა. თუკი ამ უქმეებამდე ბრემენში იმედის ნაპერწკალი მაინც ღვიოდა, შაბათის მერე „ვეზერშტადიონზე“ სინათლესთან ერთად, ისიც ჩაქვრა - თომას შააფის გუნდმა საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნთან“ წააგო (1:2, სრდიან ლაკიჩის დუბლი) და პირველი წრე მე-14 ადგილზე დაასრულა. შეხედეთ ცხრილს: ბრემენელები, რომლებსაც წესით მინიმუმ ხუთეულში მოსახვედრად უნდა ებრძოლათ, გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ. „ვერდერის“ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი კი პირდაპირ ამბობს, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ამის აღიარება, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოსო.

„ვოლფსბურგმა“ „ჰოფენჰაიმთან“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო და „ფოლკსვაგენარენას“ პუბლიკას აღარ სჯეროდა, რომ „მგლები“ მატჩის გადარჩენას შეძლებდნენ. შესაბამისად, შესვენებაზე ჯერ „ვოლფსბურგის“ შეფი დიტერ ჰიონესი ლანძღეს და მისი გადადგომა მოითხოვეს, მერე ჰიონესს გუნდის ინგლისელი მწვრთნელი სტივ მაკლარენიც ზედ მიაყოლეს და მისი გათავისუფლებაც მოითხოვეს, ბოლოს კი ისე განრისხდნენ, რომ ედინ ჯეკოსაც გადასწვდნენ, თუ ასე გინდა „ვოლფსბურგიდან“ წასვლა, ჯანდაბამდე გზა გქონია, არაფერში გვჭირდებიო. მაგრამ მეორე ტაიმში „ვოლფსბურგმა“ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ თამაში გადაერჩინა, ცოტათი გაუმართლა კიდეც და საბოლოოდ, იმდენი ქნა, რომ „ჰოფეს“ „ფოლკსვაგენარენაზე“ ქულა დაატოვებინა. გადამწყვეტი გოლი კი სწორედ ჯეკომ გაიტანა, თანაც, მსაჯის მიერ დამატებულ დროში. ბოსნიელის გოლი მაკლარენმა ისე იზეიმა, თითქოს „ვოლფსბურგი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა - არცაა გასაკვირი, რადგან მიღწეულმა ფრემ მაკლარენი სამსახურის დაკარგვისგან იხსნა.

გუშინ, „ბაიერნმა“ შტუტგარტში ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა. მიუნხენელებმა შტუტგარტის ახალ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას შვაბურ-ბუნდესლიგური დებიუტი ჩაუმწარეს - 5:3 „მერსედეს ბენც არენაზე“. ხუთიდან სამი გოლი მარიო გომესის ანგარიშზეა, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელებს ჰეთ-ტრიკი შეუსრულა. ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, „ბაიერნი“ 5:1-ს იგებდა და შტუტგარტელებმა მხოლოდ ამის მერე შეძლეს პრესტიჟის ორი გოლის გატანა და მეტ-ნაკლებად ნორმალური ანგარიში, მისაღები სხვაობა დააფიქსირეს. ამრიგად, „ბაიერნმა“ პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულა, 2007 წლის ჩემპიონმა „შტუტგარტმა“ კი - ბოლოს წინაზე. ამ მატჩით ბუნდესლიგა ძველით ახალ წლამდე დაგვემშვიდობა.

მომდევნო ტური
14 იანვარი. ლევერკუზენი-ბორუსია (დ). 15 იანვარი. ვერდერი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-მაინცი, ვოლფსბურგი-ბაიერნი, ნიურნბერგი-ბორუსია (მ), ზტ. პაული-ფრაიბურგი, შალკე-ჰამბურგი. 16 იანვარი. აინტრახტი-ჰანოვერი, კაიზერსლაუტერნი-კიოლნი.


ბორუსია (მ)-ჰამბურგი 1:2
ბორუსია მ (4-1-2-2-1): ჰაიმეროთი - შახტენი, კალსენ-ბრაკერი, დემსი, ვისინგი - ნოიშტედტერი - მარქსი (81. ჰერმანი), ბრედლი (78. იდრისუ) - როისი, არანგო - დე კამარგო.
ჰამბურგი (4-2-3-1): როსტი - რინკონი, ბესიჩი, ვესტერმანი, აოგო - ტროხოვსკი, იაროლიმი - ჩუპო-მოტინგი (60. ვან ნისტელროი), პიტროიპა (88. ბენ-ჰატირა), ელია (91. ტეშე) - გერერო.
გოლები: 0:1 ელია (46), 1:1 დე კამარგო (48), 1:2 ტროხოვსკი (72)
გაფრთხილება: შახტენი (ბორუსია მ)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18(8)-15(9); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 42 253

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:2

ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - რიტერი, კიაერი, ბარძალი, მ. შეფერი - მადლუნგი - ჰასებე (69. კალენბერგი), ჩიგერჩი (46. გრაფიტე) - დიეგო - მანჯუკიჩი, ჯეკო.
ჰოფენჰაიმი (4-2-2-1-1): ჰაასი - ბეკი, იაისლე (79. შიმუნიჩი), კომპერი, იბერტსბერგერი - რუდი, ლუის გუსტავო (65. ბა) - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი - სიგურდსონი - იბიშევიჩი (90. მლაპა).
გოლები: 0:1 ლუის გუსტავო (34), 0:2 სიგურდსონი (40), 1:2 დიეგო (75), 2:2 ჯეკო (91)
გაფრთხილება: მადლუნგი, მანჯუკიჩი - სალიჰოვიჩი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13(5)-15(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 24 512


აინტრახტი-ბორუსია (დ) 1:0
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - ს. იუნგი, ვასოსკი, შვეგლერი, ცაველასი (77. ფენინი) - კლერკი, კიოლერი - ოხსი, ა. მაიერი, ჰალილ ალთინთოფი (93. კაიო) - გეკასი (90. ამანატიდისი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (46. და სილვა), ნ. შაჰინი - მ. გიოტცე, კაგავა (64. ბლაშჩიკოვსკი), გროსკროიტცი (73. ლევანდოვსკი) - ბარიოსი.
გოლი: 1:0 გეკასი (87)
გაფრთხილება: შვეგლერი, ა. მაიერი - შმელცერი, ვაიდენფელერი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12(4)-9(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 51 500


ნიურნბერგი-ჰანოვერი 3:1
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - ჰეგელერი (92. პლატენჰარდტი), გიუნდოგანი (85. აიგლერი), კოენი, ექიჩი - შიბერი (90. ოკოტი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ, შმიდებახი - შტინდლი (46. ჰანკე), რაუში (86. ჯაპკა) - შლაუდრაფი, აბდელაუ (64. ფორსელი).
გოლები: 1:0 ჩერუნდოლო (28-საკ. კარში), 2:0 ვოლფი (31), 2:1 პინტუ (76-პენ), 3:1 შიბერი (82)
გაფრთხილება: რ. შეფერი - შმიდებახი, პინტუ, პოგატეცი, ჩერუნდოლო
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 24-23; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 19(9)-5(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 33 111


შალკე-კიოლნი 3:0
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი - ფარფანი (77. პაპადოპულოსი), ხურადო (73. ედუ) - ჰუნტელაარი, რაული (88. გავრანოვიჩი).
კიოლნი (4-2-3-1): მონდრაგონი - შორხი (75. მაკენა), ჟერომელი, მოჰამადი, ერეთი - პეტიტი, მატუშიკი (83. ტეროდე) - კლემენსი, ლანიგი, ჟაჟალო - ფრაისი (62. იონიტა).
გოლები: 1:0 რაული (30), 2:0 რაული (50), 3:0 რაული (87)
გაფრთხილება: პეტიტი (კიოლნი)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16(6)-7(1); ბურთის ფლობა: 54%-47%.
მაყურებელი: 61 673


ვერდერი-კაიზერსლაუტერნი 1:2
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - დ. შმიდტი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი (26. ვაგნერი) - ფრინგსი (82. ჰუსეინოვიჩი), ფრიტცი - ბარგფრედე (62. თაი), ჰანტი, მარინი - არნაუტოვიჩი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - ტიფერტი, პეცოსი - კირხი (75. იესენი), მორავეკი (46. ნემეცი), ილიჩევიჩი (82. დე ვიტი) - ლაკიჩი.
გოლები: 0:1 ლაკიჩი (1), 1:1 ჰანტი (34-პენ), 1:2 ლაკიჩი (52)
გაფრთხილება: ფრინგსი, ჰანტი - ტიფერტი, ლაკიჩი
გაძევება: ვაგნერი (84) - ბუგერა (72)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 22(5)-17(7); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 135


ზტ. პაული - მაინცი 2:4
ზტ. პაული (4-2-2-1-1): მ. ჰაინი - როთენბახი, მორენა, გიუნეში, ოჩიპკა - ბოლი (57. ბრუნსი), მ. ლემანი - კრუსე (57. ტაკი), ჰენინგსი (57. შულტცი) - ასამოა - ებერსი.
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი - კალიჯური, სოტო (81. პოლანსკი) - ჰოლტბი (65. ალაგუი) - შალაი, შიურლე (92. რისსე).
გოლები: 0:1 შიურლე (11), 0:2 შიურლე (28), 1:2 მ. ლემანი (33-პენ), 1:3 შალაი (41), 2:3 მ. ლემანი (63), 2:4 კალიჯური (83)
გაფრთხილება: შულტცი, როთენბახი - ჰ. მიულერი
კუთხური: 11-8; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14(6)-20(7); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 24 235


ლევერკუზენი-ფრაიბურგი 2:2
ლევერკუზენი (4-2-3-1): გიფერი - კასტრო, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კადლეცი - ვიდალი (69. ჰელმესი), როლფესი (74. ბალიტში) - სემი, რენატო, ბარნეტა - დერდიოკი (66. კისლინგი).
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ფლუმი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი (75. კალიჯური) - ნიკუ, როზენტალი, მაკიადი, აბდესადკი (91. იეგერი) - რაიზინგერი (85. იანო).
გოლები: 1:0 ვიდალი (16-პენ), 1:1 როზენტალი (24), 1:2 რაიზინგერი (65), 2:2 ჰელმესი (75)
გაფრთხილება: რაინარტცი, ბარნეტა, კადლეცი - კალიჯური
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14(6)-8(4); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 22 421


შტუტგარტი-ბაიერნი 3:5
შტუტგარტი (): ულრაიხი - ბიჩაქჩიჩი (60. ბულარუზი), ტასკი, დელპიერი, მოლინარო - ტრეში, კუჟმანოვიჩი (67. გენტნერი) - გებჰარდტი (46. ჰარნიკი), ბოკა - კაკაუ, პოგრებნიაკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბრენო, კონტენტო - ვან ბომელი, ოტლი - ჰამით ალთინთოფი (46. პრანიჩი), თ. მიულერი (77. ალაბა), რიბერი - გომესი (67. კლოზე).
გოლები: 0:1 გომესი (31), 0:2 თ. მიულერი (36), 0:3 რიბერი (43), 1:3 ჰარნიკი (50), 1:4 გომესი (52), 1:5 გომესი (54), 2:5 ჰარნიკი (64), 3:5 გენტნერი (70)
გაფრთხილება: ტრეში, ტასკი, პოგრებნიაკი - ტიმოშჩუკი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(7)-10(9); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 40 500


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 17 14 1 2 39-10 43
2. მაინცი 17 11 0 6 30-19 33
3. ლევერკუზენი 17 9 6 2 35-25 33
4. ჰანოვერი 17 10 1 6 25-27 31
5. ბაიერნი 17 8 5 4 31-20 29
6. ფრაიბურგი 17 9 1 7 25-25 28
7. აინტრახტი 17 8 2 7 24-21 26
8. ჰოფენჰაიმი 17 6 7 4 32-22 25
9. ჰამბურგი 17 7 3 7 27-28 24
10. შალკე 17 6 4 7 25-24 22
11. ნიურნბერგი 17 6 4 7 22-28 22
12. კაიზერსლაუტერნი 17 6 3 8 27-27 21
13. ვოლფსბურგი 17 4 7 6 24-25 19
14. ვერდერი 17 5 4 8 23-35 19
15. ზტ. პაული 17 5 2 10 16-30 17
16. კიოლნი 17 4 3 10 18-33 15
17. შტუტგარტი 17 3 3 11 32-35 12
18. ბორუსია (მ) 17 2 4 11 26-47 10


ბომბარდირები: 14 - გეკასი (აინტრახტი); 13 - სისე (ფრაიბურგი); 12 - გომესი (ბაიერნი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 10 - ჯეკო (ვოლფსბურგი); 9 - უგო ალმეიდა (ვერდერი), რაული (შალკე), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ), კაგავა (ბორუსია დ), ვიდალი (ლევერკუზენი).



II ბუნდესლიგა, XVII ტური

დუისბურგი-ბოხუმი 0:1
გოლი: 0:1 დაბროვსკი (53)

არმინია-ალემანია 1:3
გოლები: 0:1 აუერი (4), 1:1 ჰაიდინგერი (52), 1:2 არსლანი (86), 1:3 აუერი (90)

აუე-ფრანკფურტი გადაიდო

აუგსბურგი-ჰერტა 1:1
გოლები: 0:1 რუკავიტსია (27), 1:1 რაფაელი (71-პენ)

ფორტუნა-ფიურტი 1:0
გოლი: 1:0 ბაისტერი (73)

მიუნხენ 1860-პადერბორნი 1:0
გოლი: 1:0 კაპლანი (22-პენ)

ობერჰაუზენი-კოტბუსი 0:4
გოლები: 0:1 შაო (3), 0:2 ბრჟენსკა (43), 0:3 პეტერსენი (54), 0:4 იოვანოვიჩი (90)

ოსნაბრიუკი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 0:1 მეტცელდერი (40), 1:1 ლინდემანი (65), 2:1 ბენჩიკი (73)

უნიონი-კარლსრუე დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. აუგსბურგი 17 10 3 4 34-16 33
2. ჰერტა 17 10 3 4 25-13 33
3. კოტბუსი 17 9 4 4 35-23 31
4. აუე 16 9 4 3 19-18 31
5. დუისბურგი 17 9 3 5 28-16 30
6. ფიურტი 17 9 3 5 25-14 30
7. ფრანკფურტი 16 9 1 6 25-18 28
8. ბოხუმი 17 9 1 7 21-21 28
9. მიუნხენ 1860 17 7 6 4 22-17 25
10. ალემანია 17 6 6 5 25-24 24
11. ფორტუნა 17 7 1 9 14-18 22
12. პადერბორნი 17 6 3 8 16-22 21
13. ოსნაბრიუკი 17 5 3 9 25-31 18
14. ობერჰაუზენი 17 5 3 9 14-28 18
15. უნიონი 16 4 4 8 15-21 16
16. კარლსრუე 16 4 4 8 21-31 16
17. ინგოლშტადტი 17 3 3 12 19-28 12
18. არმინია 17 2 1 14 12-36 7


* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა


ბომბარდირები: 11 - პეტერსენი (კოტბუსი); 10 - რაფაელი (აუგსბურგი); 9 - აუერი (ალემანია), მიოლდერსი (ფრანკფურტი); 8 - ჩონგი (ბოხუმი), ლაუთი (მიუნხენ 1860); 7 - ბალაკი (დუისბურგი).


III ბუნდესლიგა
ჰაიდენჰაიმი-კარლ ცაისი 2:0

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული