რუუდი რჩება

AutoSharing Option

შვებულებაში გასვლამდე, რომლის გატარებას გრან კანარიაზე აპირებს, „ჰამბურგის“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ბოლო მოუღო მის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციების იმის შესახებ, თითქოს იანვარში ჩრდილოგერმანული კლუბის დატოვებას აპირებდეს – რუუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ ამ სეზონს აუცილებლად „ჰამბურგში“ ჩაამთავრებს.
„წყალი არ გაუვა იმას, რომ ზაფხულამდე აუცილებლად „ჰამბურგში“ ვითამაშებ,“ - უთხრა 34 წლის თავდამსხმელმა „ბილდს“ და იქვე დასძინა, - „რას ვიზამ ზაფხულში, ეს კი აღარ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“
თუმცა ვან ნისტელროიმ ხსენებულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისი ჰამბურგული კარიერით უკმაყოფილოა

და რომ გაცილებით მეტს ელოდა. „აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ ბევრი გოლი გამეტანა და „ჰამბურგთან“ ერთად უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლა. ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის, რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, „ჰამბურგში“ გადმოსვლა არასდროს მინანია,“ - აღნიშნა რუუდმა.


ზამერი მენეჯერად?

ზოგადად, იანვარში „ჰამბურგში“ დიდი გადაადგილებებია მოსალოდნელი. ამჯერად ყველაზე აქტუალური მთავარი მწვრთნელის საკითხია. დარჩება თუ არა არმინ ფეე თანამდებობაზე, ეს 2 იანვარს გადაწყდება. უახლესი ინფორმაციით კი, დიდი შანსია, ჩრდილოგერმანული კლუბის მენეჯერად მათიას ზამერი დაინიშნოს.
გოტფრიდ ლენცი

 

ტუხელი მაინცს შეცვლის
„მაინცმა“ ბუნდესლიგის პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა. კარნავალელები 17 ტურის შემდეგ, „ლევერკუზენთან“ ერთად, მეორე მესამე ადგილებს იყოფენ, რაც ამ გუნდისთვის უდავოდ ფანტასტიკური მიღწევაა. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მიიჩნევს, რომ „მაინცში“ ბევრი რამ შესაცვლელია. ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იანვარში ოთხი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ 28-კაციანი განაცხადი „მაინცისთვის“ ნამეტანია. უკვე გადაწყვეტილია, რომ თავდამსხმელი ფელიქს ბორხა მექსიკაში წავა. მის გარდა, ტუხელს აღარც არუნა ბაბანგიდა, იან შიმაკი და მორტენ რასმუსენი სჭირდება. სამაგიეროდ, ტუხელმა „მაინცის“ ორი ახალწვეული შეაქო.
„ძალიან მიხარია, რომ მარკო კალიჯურიმ და სამი ალაგუიმ ჩემი იმედები გაამართლეს,“ - აცხადებს ტუხელი ფეხბურთელებზე, რომლებიც „მაინცმა“ ზაფხულში მეორე ბუნდესლიგელი „ფიურტიდან“ გადაიბირა.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული