მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრე დასრულდა და საშობაო არდადეგები დაიწყო, გერმანიის შემოდგომის ჩემპიონის, დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს საკმაოდ ბევრი საქმე აქვთ. BVB-ს შეფების უპირველესი მიზნები 22 წლის მარცხენა მცველ მარსელ შმელცერისთვის და 30 წლის მეკარე რომან ვაიდენფელერისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაა. სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ახალი პირობები ორივე მოთამაშეს შესთავაზა, მათგან პასუხი კი ჯერ არ მიუღია.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შმელცერისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება პრობლემა არ იქნება, რადგან უნიჭიერეს მცველს დორტმუნდში დარჩენა უნ
ვაიდენფელერს „ასტონ ვილა“ ეპატიჟება და როგორც გაირკვა, გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობს. „ბორუსიას“ სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში 34.5 მილიონ ევროს შეადგენს და შეფებს არაფრისდიდებით არ სურთ ამ კვოტის გადაჭარბება. ვაიდენფელერი „დორტმუნდში“ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას არც უნდა ელოდოს.
ამას წინათ გაცნობეთ, რომ გამჟღავნდა 22 წლის მატს ჰუმელსის კონტრაქტის დეტალი, რომლის თანახმად, გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს 2012 წელს „ბორუსიას“ დატოვება სულ რაღაც 8 მილიონ ევროდ შეუძლია და იმასაც ვწერდით, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ შეფებმა ხელები უკვე დაიკაპიწეს. შესაბამისად, ცორკისა და BVB-ს სხვა შეფების ამოცანაა, ჰუმელსს 2013 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება ნაადრევად გაუხანგრძლივონ.
„ჰუმელსს არავის დავუთმობთ, ეს ფეხბურთელი ჩვენი გეგმის უმთავრესი ნაწილია. „ბაიერნი“ მატსს ვერ წაგვართმევს! გვინდა, რომ ჰუმელსს ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. ჩემი აზრით, მატსის ახალ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე ალბათ არ დაგვთანხმდება. ასე რომ, ხელშეკრულებას 2014 ან 2015 წლამდე გავუფორმებთ,“ - უთხრა ცორკმა „კიკერს“.
მატს ჰუმელსს არაერთხელ უთქვამს, რომ „ბორუსიაში“ თავს ძალიან კარგად გრძნობს, რომ დორტმუნდელებს მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება მაინც გაუჭირდებათ, რადგან მატსის გადაბირებისთვის არა მარტო „ბაიერნი“, არამედ მილანის „ინტერიც“ იბრძვის.