ნოიერს 30 მილიონადაც არ გავყიდი!

AutoSharing Option

ცხადი იყო, რომ „შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი მანუელ ნოიერის გამოხტომას, ახალ კონტრაქტს ხელი მაგათმა კი არა, მე უნდა მოვაწეროო, უპასუხოდ არ დატოვებდა.

გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი გერმანიის ნაკრების მეკარის გაყიდვას ისევ კატეგორიულად გამორიცხავს. „დესპოტი ფელიქსი“ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმეორებს, რომ ნოიერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და რომ მისი გასხვისება „შალკეს“ ინტერესებში არ შედის. მაგათის თქმით, გელზენკირხენელები ნოიერს 30 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდიან.

„ფული კარგია, ბევრი ფული უკეთესი, მაგრამ ის ყველაფერი არ არის. ნოიერის სანაცვლოდ 30 მილიონიც რომ შემოგვთავაზონ, არ დავთანხმდები, რადგან

მანუელი რომ გავყიდოთ, ჩვენი შანსი, გავხდეთ გერმანიის ჩემპიონები, შემცირდება და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაშიც ვეღარ გავიდეთ. ფული კი, თანაც ბევრი ფული, სწორედ ჩემპიონთა ლიგიდან შემოდის. ასე რომ, ნოიერის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან მირჩევნია, ფული სპორტული წარმატებების შედეგად ავიღოთ და არა გუნდის ლიდერის გაყიდვით“, - განუცხადა მაგათმა „ბილდს“.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერს „შალკესთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წასვლაა, მანუელი „შალკედან“ ან ახლავე უნდა წავიდეს, ანაც ზაფხულში, რათა გელზენკირხენელებმა მისი ტრანსფერიდან ფინანსური ხეირი ნახონ.

 

მაგათი 2012 წლამდე მანუელის გაყიდვას გამორიცხავს და ბუნდესმეკარესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა. ნოიერი კი ჯერჯერობით უარზეა. სხვათა შორის, მანუელის „ბაიერნში“ გადასვლის, არც „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს სჯერა.

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული