მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის დანარჩენ 17 გუნდზე მეტი მაისურა გაყიდა

AutoSharing Option
გასულ სეზონში მიუნხენის "ბაიერნმა" უფრო მეტი მაისურა გაყიდა, ვიდრე ბუნდესლიგის ერთად აღებულმა ყველა დანარჩენმა კლუბმა.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს "ბაიერნის" მმართველი საბჭოს წევრმა ანდრეას იუნგმა შეატყობინა. მისი თქმით, რეალიზებული მაისურების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც რეკორდია "ბაიერნისთვის" და მთლიანად გერმანიისთვის.

"წელს გავყიდეთ საკლუბო მაისურის 1.3 მილიონი ასლი. ეს უფრო მეტია ბუნდესლიგის დანარჩენი 17 კლუბის ერთობლივ მაჩვენებელზე, - ამბობს იუნგი. - მაგალითად, გიოტცეს მაისურა ძალიან კარგად იყიდება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ; ასევე, ჩაბი ალონსოს ფორმა გახდა პოპულარული მისი გაფორმებისთანავე. იგივე
ეხება სხვა მოთამაშეებს. უნდა აღინიშნოს, რომ მეკარეების ატრიბუტიკა ისე კარგად არასოდეს იყიდებოდა, როგორც დღეს. ეს მანუელ ნოიერის დამსახურებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული