როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 28 წლის გოლკიპერმა დატოვა მსოფლიოს ჩემპიონის ბანაკი მარჯვენა მუხლის არეში ტკივილის გამო.
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ არ სურს, ნოიერის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს.
ბუნდესნაკრების სათადარიგო მეკარეები არიან რომან ვაიდენფელერი და რონ-რობერტ ცილერი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და გერმანიის ამხანაგური მატჩი 18 ნოემბერს, ქალაქ ვიგოში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"