მარკო როისი "პადერბორნთან" თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ნახევარმცველმა მარკო როისმა ვარჯიში განაახლა და ის შეძლებს ბუნდესლიგის მე-12 ტურში "პადერბორნის" წინააღმდეგ თამაშს. ეს მატჩი 22 ნოემბერს გაიმართება.

25 წლის ფეხბურთელმა აქილევსის მყესის ტრავმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩში მიიღო, რის გამოც ვერ დაეხმარა გერმანიის ნაკრებს გიბრალტარის წინააღმდეგ და ასევე, ვერ ითამაშებს ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული