სამი ხედირა "ბაიერნს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა მიუნხენის "ბაიერნთან", - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ონლაინრადიო Cadena Ser-ი.

წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი რეკორდმაისტერის რიგებს მომავალი სეზონიდან შეუერთდება. "ბავარიაში" მზად არიან, გადაიხადონ ის ხელფასი, რომელიც ფეხბურთელმა მოითხოვა. სამაგიეროდ, "ბაიერნს" უფასოდ ერგება ხედირა, რადგან მისი კონტრაქტი "რეალთან" 2015 წლის ივნისში იწურება და ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ზაფხულში პეპ გვარდიოლასთან დაახლოებულმა პიროვნებამ ხედირას ურჩია - არ გაეგრძელებინა კონტრაქტი "რეალთან".

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ხედირამ განაცხადა, რომ არ
აპირებს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას, ხოლო "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, თავის მხრივ, დაამატა, რომ "სამეფო კლუბი" აპირებს ხედირასთან კონტრაქტის გაგრძელებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული