მარიო გიოტცე აუქციონზე იმ ბუცს ჰყიდის, რომლითაც მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ აუქციონზე გასაყიდად ბუცი გამოიტანა, რომლითაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში, არგენტინასთან მატჩში, გამარჯვების გოლი გაიტანა.

ისტორიული ბუცის გაყიდვიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

"ეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბუცია! ბუცი, რომელმაც მთელი გერმანია გააბედნიერა!

ის არასდროს გამიწმენდია და ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორიც რიოში იყო, როდესაც თამაშის შემდეგ მოედანი დავტოვე. მის ძირებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბალახი.

ფინალის შემდეგ ის აღარასდროს ჩამიცვამს და შინ, სათუთად ვინახავდი", - აქვეყნებს მარიოს ნათქვამს Bild.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული მუნდიალის ფინალში, მატჩის
113-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ანდრე შიურლემ მარცხენა ფლანგზე გაინავარდა, ჩააწოდა, მარიო გიოტცემ ბურთი მკერდით გაიჩერა და ახლო მანძილიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

ასევე იხილეთ:
გერმანია-არგენტინა 0:0 (1:0 დ.დ) - მეოთხე ვარსკვლავი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გაყიდო ბუცი მარიო გიოტცე.
ჴაატა II
20:56 29-11-2014
0
ქველმოქმედებაო გესმის?? ეგ ხალხი სხვანაირად ფიქრობს
shota
19:06 29-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული