ბუნდესლიგა. XIII ტური: ჰუნტელაარის ჰეთ თრიკმა "შალკეს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ჰერტა-ბაიერნი 0:1

29 ნოემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

გერმანიის ჩემპიონმა "ბაიერნმა" ბერლინში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ჰერტა" - 1:0. 27-ე წუთზე თომას მიულერმა ქუსლით დაუგდო ბურთი არიენ რობენს და ჰოლანდიელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი უახლოეს მდევრებს, "ვოლფსბურგს" და "ლევერკუზენს" 10-10 ქულით უსწრებს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "პირველ ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ, 8-9 მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში კი "ჰერტა" გვჯობდა, გაგვიმართლა, რომ გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. შესაძლოა, "მანჩესტერ სიტის" მატჩის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები დაღლილობას გრძნობდნენ, რადგან იმ
შეხვედრაში 70 წუთი უმცირესობაში მოუწიათ თამაში".

"ლევერკუზენი" თავიდან აგებდა "კიოლნთან", თუმცა საბოლოოდ გაანადგურა მეტოქე - 5:1. ჰაქან ჩალჰანოღლუს საჯარიმო დარტყმული მეკარემ ვერ შეიმაგრა და დამატებაზე ქარიმ ბელარაბიმ იყოჩაღა. შემდეგ კი ჩალჰანოღლუმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. მეორე ტაიმში იოსიპ დრმიჩის ბენეფისი შედგა, კისლინგის ნაცვლად გამოსულმა შვეიცარიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ბოლოს ბელარაბისაც გაატანინა.

გელზენკირხენში ბენეფისი მოიწყო ჰოლანდიელმა ფორვარდმა კლაას იან ჰუნტელაარმა, რომელმაც "მაინცის" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა - 4:1. ამით ჰუნტელაარმა "შალკეს" მაისურით 100-გოლიან ზღვარს გადააცილა (101).

7 გოლი გავიდა "ჰოფენჰაიმისა" და "ჰანოვერის" შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 4:3 მოიგეს.

აუგსბურგი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (45), 1:1 ალთინთოპი (50), 2:1 ბობადილია (62), 3:1 ვერჰაეგი (70-პენ)

ლევერკუზენი-კიოლნი 5:1
გოლები: 0:1 ლემანი (4-პენ), 1:1 ბელარაბი (26), 2:1 ჩალჰანოღლუ (61), 3:1 დრმიჩი (79), 4:1 დრმიჩი (88), 5:1 ბელარაბი (90)

ჰერტა-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 რობენი (27)

შალკე-მაინცი 4:1
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (9), 2:0 ჰუნტელაარი (25), 2:1 ოკაზაკი (44), 3:1 ბარნეტა (54), 4:1 ჰუნტელაარი (61)

ვერდერი-პადერბორნი 4:0
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (10), 2:0 ზელკე (48), 3:0 ბარტელსი (50), 4:0 აიჩიჩეკი (80)

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 4:3
გოლები: 1:0 შვეგლერი (19), 2:0 ფოლანდი (37), 2:1 შტინდლი (43), 2:2 ხოსელუ (52), 3:2 პოლანსკი (59), 4:2 ზიულე (63), 4:3 შტინდლი (86)

1. ბაიერნი - 33 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 23; 3. ლევერკუზენი - 23; 4. აუგსბურგი - 21; 5. გლადბახი - 20.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული