კარლ-ჰაინც რუმენიგე: პეპ გვარდიოლა დიდი ხნით გვინდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მის გუნდს დაგეგმილი აქვს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლას შენარჩუნება.

"გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია "ბავარიისთვის", - ამბობს sport1.de-სთან კომენტარში რუმენიგე. - ის შესანიშნავი ადამიანია, რომელთანაც სასიამოვნოა მუშაობა.

იმედია, პეპი დიდი ხნით დარჩება გუნდში. მას არ უყვარს კონტრაქტის წინასწარ გახანგრძლივება. ამიტომაც ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ მოგვიანებით ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება".

* * *
თავად გვარდიოლა გამოეხმაურა "ოქროს ბურთის" მომავალი ლაურეატის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს. ესპანელი სპეციალისტის აზრით, ფიფას გაფართოებულ სიაში შემავალი სხვა ფეხბურთელების დამსახურებების
მიუხედავად, "ბაიერნის" რამდენიმე მოთამაშე იმსახურებს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის გამო.

"ოქროს ბურთი" ყოველთვის იყო განხილვის მთავარი საგანი. ეჭვგარეშეა, "ბაიერნის" რამდენიმე მოთამაშე იმსახურებს ამ პრიზს. ყველა ფეხბურთელი, რომელიც სიაში მოხვდა, დიდი ვარსკვლავია. მესი და რონალდო ყოველთვის იქ არიან. მაგრამ მთელმა მსოფლიომ იხილა, რას აკეთებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელი ფეხბურთელები", - განაცხადა გვარდიოლამ.

მოგეხსენებათ, გუშინ ფიფამ ნომინანტთა რიცხვი სამამდე შეამცირა და სიაში მხოლოდ ერთი გერმანელი დარჩა - მანუელ ნოიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული