კლაას-იან ჰუნტელაარს ბევრი მთხოვნელი ჰყავს

AutoSharing Option
"შალკეს" წამყვანმა ფორვარდმა კლაას-იან ჰუნტელაარმა შეიძლება კლუბი გამოიცვალოს. 31 წლის ჰოლანდიელით დაინტერესებას გამოთქვამს რამდენიმე კლუბი, მათ შორის, გერმანული. ჰუნტელაარმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, სულ კი ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

"მართლაც, არსებობს რამდენიმე კლუბი, რომელსაც სურს ჰუნტელაარის გადაბირება, - ამბობს "ბილდთან" კომენტარში "შალკეს" სპორტული დირექტორი ჰორსტ ჰელდტი. - არ გამოვრიცხავ, გერმანულ კლუბებსაც აქვთ მასთან კონტაქტი".

თუმცა "შალკეს" ხელმძღვანელობას ჰუნტელაართან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს. მათ არა მარტო სურთ ჰოლანდიელთან კონტრაქტის გაგრძელება, არამედ სურვილი აქვთ, ფეხბურთელმა კარიერა
გელზენკირხენულ კლუბში დაასრულოს.

"გვინდა, რომ მან თამაში ჩვენს კლუბში დაასრულოს."შალკე" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ჰუნტელაართან. ორივე მხარეს სურს თანამშრომლობის გაგრძელება. შევთანხმდით იმაზე, რომ შობამდე კიდევ შევხვდებით და მაშინ განვიხილავთ ყველა დეტალს, მაგრამ ამ მომენტისთვის არაფერია გარკვეული", - ამბობს ჰელდტი.

ჰუნტელაარის მოქმედი კონტრაქტი "შალკესთან" 2015 წლის ზაფხულში იწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული