მარკო როისის დამტვრევისთვის მარვინ ბაკალორცს მოკვლით ემუქრებიან

AutoSharing Option
ბუნდესლიგის დებიუტანტის "პადერბორნის" ნახევარმცველს მარვინ ბაკალორცს რთული პერიოდი უდგას გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურის შემდეგ.

"დორტმუნდთან" მატჩში სწორედ მან დაუზიანა კოჭის მყესები მარკო როისს, რის გამოც ეს ფეხბურთელი ამ წლის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.

თურმე ამ ინციდენტის შემდეგ უცნობები ბაკალორცს მოკვლით ემუქრებიან.

"ძალიან ცუდია, რომ ასეთი მუქარა მივიღე. ამას არავის ვუსურვებ. უკვე ველაპარაკე როისს და მან დამარწმუნა, რომ წყენა არ ჩაუდია გულში, რადგან მისთვის შეგნებულად ტრავმის მიყენება არ მინდოდა", - ამბობს ბაკალორცი, რომელიც, თავის დროზე, "დორტმუნდის" მოთამაშე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული