ბუნდესლიგა. XIV ტური: გიუნდოგანის გოლმა "ბორუსია" ცხრილის ფსკერს დააშორა

AutoSharing Option
5 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტური დორტმუნდში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ბორუსიამ" "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლა.

იურგენ კლოპის გუნდმა, რომელიც ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება, ილქაი გიუნდოგანის მიერ მე-17 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა მეტოქე და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს თურქული წარმომავლობის მქონე გერმანელი ნახევარმცველისთვის "ბორუსიას" მაისურით ბოლო 17 თვის განმავლობაში გატანილი პირველი გოლია.

ამ გამარჯვებით "ბორუსიამ" 14 ქულას მოუყარა თავი და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერს დაშორდა. "ჰოფენჰაიმი" კი 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ბუნდესლიგის XIV ტურის დანარჩენი მატჩები
6 და 7 დეკემბერს გაიმართება. დღეს გამოსარჩევი დაპირისპირება მიუნხენში, "ალიანს არენაზე" შედგება, სადაც ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" მესამეადგილოსან ლევერკუზენის "ბაიერს" მიიღებს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური
შაბათი. 6 დეკემბერი
გლადბახი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტრანცლი - ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 მატჩი: +17=14-21 (77-83)

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტანკევიჩუსი, ანდრეასენი, ჰოფმანი - ფელიპე, ოხსი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 მატჩი: +9=3-12 (36-39)

შტუტგარტი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰიოგერი
ტრავმა: ნიდერმაიერი, აბდელაუე, იბიშევიჩი - გიფერი, ფელიპე სანტანა, კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 მატჩი: +43=14-33 (146-108)

კიოლნი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ლემანი
ტრავმა: ნაგასავა, ჰელმესი - ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, მატავჟი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 მატჩი: +1=0-1 (4-2)

პადერბორნი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - მიტროვიჩი
ტრავმა: ბერტელსი, ამედიკი - ბატცი, იულიენი, რიტერი, სტანკო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ბაიერნი-ლევერკუზენი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, პისარო - პაპადოპულოსი, რაინარტცი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 მატჩი: +42=14-16 (140-89)

კვირა. 7 დეკემბერი
ჰამბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი - ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 მატჩი: +6=5-5 (20-19)

აინტრახტი-ვერდერი 20:30
დისკვალიფიკაცია: - გალვესი
ტრავმა: ტრაპი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი - ბუში, ობრანიაკი, დი სანტო
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 მატჩი: +31=19-38 (126-140)

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: "ალიანს არენაზე" დიდი მატჩი უნდა იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული