BILD: მარკო როისი უკვე ესპანურში მეცადინეობს

AutoSharing Option
თავის დროზე, მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერის, მარკო როისის სატრანსფერო თანხა სულ რაღაც 25 მილიონ ევროს შეადგენს.

დორტმუნდელთა ხელმძღვანელობამ უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

გაზეთი "ბილდი" იტყობინება, რომ როისი უკვე სამი კვირაა აქტიურად არის დაკავებული ესპანური ენის შესწავლით. ეს განპირობებულია იმით, რომ გერმანელის შეძენით დაინტერესებულნი არიან პრიმერა დივიზიონის გრანდები - "რეალი" და "ბარსელონა".

გარდა ამისა, გერმანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ - როისს ესპანური ენის რეპეტიტორი იმისთვის სჭირდება, რომ სწრაფად დაამყაროს
კონტაქტი "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან.

როისს მომავალი წლის ზაფხულში შეუძლია "ბორუსიას" დატოვება, როცა ამოქმედდება კონტრაქტში არსებული პუნქტი უკვე ნახსენები 25 მილიონი ევროს შესახებ.

მარკომ ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ შვიდი მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე პასი შეასრულა. ფორვარდი იანვარში უნდა დაბრუნდეს მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული