გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: კისლინგს ჯოჯოხეთი ელოდება

AutoSharing Option
გერმანიაში "ინგლისური კვირაა" - ერთი კვირის განმავლობაში სამი ტური ტარდება, რის შემდეგაც ბუნდესლიგა იანვრის ბოლომდე დაგვემშვიდობება. რა თქმა უნდა, ყველა ეცდება არდადეგებზე კარგი განწყობით გასვლას...

"ბაიერნს" ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ გააგრძელოს მოგებების სერია. ჩამოგითვლით რამდენიმე ფაქტორს: 1. "ფრაიბურგს" თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მოუგია ლიდერისთვის; 2. "ბაიერნს" დღევანდელ მეტოქესთან 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს; 3. კრისტიან შტრაიხის გუნდმა თითქმის არ იცის თამაშიდან გოლის გატანა: ამ სეზონში გოლების ნახევარი "ფრაიბურგმა" სტანდარტულებიდან შეაგდო; 4. პეპ გვარდიოლა საიუბილეო 50-ე მატჩს ატარებს ბუნდესლიგაში და ნაკლებად
სავარაუდოა, რომ თავისმა შეგირდებმა ესპანელს იუბილე ჩაუშხამონ.

* * *
ტურის ცენტრალურ მატჩში "დორტმუნდს" კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველი დააკლდება - თვენახევრით გამოვიდა მწყობრიდან ჰენრიხ მხითარიანი და იურგენ კლოპის გუნდში არ ჩანს ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება სომეხი შეცვალოს. შესაბამისად, "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩში "ბორუსიას" პერსპექტივები ბუნდოვანი ჩანს. არადა, ვიცე-ჩემპიონის ჩამორჩენა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან "მხოლოდ" ათი ქულაა და სტაბილურობის შემთხვევაში, კლოპის შეგირდებს ასეთ მაღალ მიზნებზე ფიქრის უფლება ექნებოდათ, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

თან "ვოლფსბურგი" გაბრაზებულია და რეაბილიტაციის სურვილით ხვდება ამ მატჩს. "პადერბორნთან" დიდი ანგარიშით მოსაგებ შეხვედრაში ნათამაშები ფრის გამო "მგლებმა" ჯავრი აუტსაიდერზე უნდა იყარონ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა მაინც არ შეიძლება - "დორტმუნდის" სახით საქმე გვაქვს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტთან, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

* * *
"ლევერკუზენმა" და "გლადბახმა" წინა ტურში ერთმანეთში ფრედ ითამაშეს და ვერ შეძლეს "ვოლფსბურგთან" მიახლოება. ახლა მათ "დორტმუნდს" უნდა უგულშემატკივრონ და თან საკუთარი თამაშებიც მოიგონ. ამ მხრივ, "ბორუსიას" უფრო მოხერხებული მეტოქე ჰყავს "ვერდერის" სახით. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლუსიენ ფავრის გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ოთხი ქულა აიღო, ხოლო თუ "ვერდერში" ვიქტორ სკრიპინკის მისვლის შემდეგ 6-ტურიან ცხრილს შევადგენთ, ბრემენელები მეხუთე ადგილზე აღმოჩნდებიან.

რაც შეეხება "ლევერკუზენს", მას სტუმრად უწევს თამაში "ჰოფენჰაიმთან", რომელმაც ბოლო ტურში "აინტრახტი" შეაჩერა. ისტორიულად, "ჰოფეს" ბუნდესლიგის ყველა გუნდს შორის ყველაზე მეტი მატჩი სწორედ "ლევერკუზენთან" აქვს წაგებული - 12-დან 10, მაგრამ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა მარკუს გიზდოლის გუნდმა მოიგო - 3:2 სტუმრად.

"ბაიერისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირება ყოველთვის ნორმალურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, მაგრამ ყველაფერი 2013 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ შეიცვალა, რისი მიზეზიც შტეფან კისლინგის ლეგენდარული გოლი-ფანტომი გახდა. "ლევერკუზენი" პირველად გადის სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" სათამაშოდ იმ სკანდალური მატჩის შემდეგ და დახვედრა თბილი ნამდვილად არ იქნება.

* * *
საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს "პადერბორნსა" და "შალკეს" შორის. დებიუტანტები "ვოლფსბურგთან" გმირული ფრის შემდეგ შესანიშნავ განწყობაზე იქნებიან, რასაც ვერ ვიტყვით "შალკეზე", რომელმაც შინ "კიოლნთან" თავი შეირცხვინა. პადერბორნში სტუმრობა იოლი საქმე არ არის - ადგილობრივმა გუნდმა რვა საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო და სახლში ოთხი ტურია არ მარცხდება, "შალკეს" კი სტუმრად უკვე 5 წაგება დაუგროვდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ გოლს: გელზენკირხენელთა ბოლო 11 მატჩში იგებდა ის გუნდი, რომელიც ხსნიდა ანგარიშს.

* * *
საინტერესოა, გამოვიდა თუ არა "ბაერნისგან" მიღებული 13-წუთიანი შოკისგან "აუგსბურგი". სეზონის სენსაცია ხვდება "ჰანოვერს", რომელიც არასოდეს დაუმარცხებია. სხვათა შორის, დანარჩენი 16 გუნდისთვის "აუგსბურგს" მინიმუმ ერთხელ მაინც მოუგია. ვაინცირლის გუნდი უშანსოდ არ იქნება: "ჰანოვერმა" ბოლო ოთხი საშინაო მატჩიდან სამი წააგო და აღარ ითვლება "სახლის გუნდად". გარდა ამისა, თაიფუნ ქორქუთის გუნდმა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და თან 13 გოლი გაუშვა.

სამშაბათი.16 დეკემბერი
ბაიერნი-ფრაიბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა - იულიენი, ფილიპი, დარიდა, სტანკო, შმიდი, ცულეხნერი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 მატჩი: +21=6-3 (64-24)

კიოლნი-მაინცი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰელმესი - ბუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +3=1-4 (9-14)

ჰამბურგი-შტუტგარტი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი - რიუდიგერი, აბდელაუე, იბიშევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 მატჩი: +42=21-35 (148-153)

ჰანოვერი-აუგსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეასენი, ჰოფმანი, ა. ზობიხი - ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, მატავჟი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 მატჩი: +3=3-0 (9-4)

ოთხშაბათი. 17 დეკემბერი
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაპასტატოპულოსი, მხითარიანი, როისი, ჟი - ფელიპე, ოხსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 მატჩი: +18=8-8 (66-45)

გლადხაბი-ვერდერი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბუში, პრიოდლი, ილდირიმი, დი სანტო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 მატჩი: +31=22-37 (144-144)

აინტრახტი-ჰერტა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიდვალდი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი - ლანგკამპი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 მატჩი: +15=12-25 (72-92)

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 23:00
დისკვალიფიკაცია: - იედვაი
ტრავმა: ზიულე - დონატი, პაპადოპულოსი, რაინარტცი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 მატჩი: +1=1-10 (11-31)

პადერბორნი-შალკე 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერტელსი, ამედიკი - კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ჰიოგერი, ფარფანი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

ბომბარდირები: 10 - მაიერი (აინტრახტი); 8 - რობენი (ბაიერნი), ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი), სეფეროვიჩი (აინტრახტი), უჯა (კიოლნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული