"ბაიერნი": თუ მარკო როისი არა, მაშინ რაჰიმ სტერლინგი

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის "ბაიერნი" ვერ შეძლებს "დორტმუნდიდან" მარკო როისის გადაბირებას, კლუბს მომზადებული აქვს ალტერნატიული ვარიანტი - "ლივერპულიდან" შემტევი ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის შეძენა, - წერს გაზეთი "ბილდი".

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" 20 წლის მოთამაშის გადაბირებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მომავალი წლის ზაფხულში აპირებს.

სტერლინგის მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა უარი განაცხადა "წითლებთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის მიხედვითაც, რაჰიმი კვირაში 70 ათას ფუნტს მიიღებდა. ეს ნახევარმცველის ამჟამინდელ ჯამაგირზე ორჯერ მეტია.

* * *
ამასობაში, მიუნხენის "ბაიერნმა" ახალი კონტრაქტები გაუფორმა
თავის ორ ფეხბურთელს: მეკარე ტომ შტარკესა და ნახევარმცველ ჯანლუკა გაუდინოს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე" წერია.

34 წლის შტარკე "ბაიერნში" 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება, 18 წლის გაუდინოს კონტრაქტი კი 2018 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გარიგების ფინანსურ დეტალებზე არაფერი თქმულა.

აღვნიშნავთ, რომ შტარკეს წელს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ბუნდესლიგაში, გაუდინომ კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული