"მაინცთან" პირველი წრის ბოლო ტურის შემდეგ ფეხბურთელები არდადეგებზე წავიდნენ. ისინი 18 დღეს დაჰყოფენ შვებულებაში, რის შემდეგაც დაიწყება მზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის.
7 იანვარს "ბაიერნის" ფეხბურთელები პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ, ექვსი დღის შემდეგ კი ყატარში ამხანაგურ მატჩს გამართავენ ყატარის ვარსკვლავების ნაკრებთან. 17 იანვარს არის დაგეგმილი საკონტროლო შეხვედრა საუდის არაბეთის ნაკრებთან, 23 იანვარს - ამხანაგური მატჩი "ბოხუმთან".
ახალ წელს პირველ ოფიციალურ მატჩს "ბაიერნი" 30 იანვარს გამართავს სტუმრად "ვოლფსბურგთან".
* * *
ბუნდესლიგის პირველი
"იანვარში არ ვიაქტიურებთ სატრანსფერო ბაზარზე, არ ვაპირებთ ახალი ფეხბურთელების შეძენას. რაც შეეხება მოთამაშეების გაშვებას, ამ კითხვაზე პასუხს დრო გასცემს", - ამბობს რუმენიგე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"