ამას წინათ გაცნობეთ, რომ „შალკეს“ მენეჯერსა და მთავარ მწვრთნელ, ფელიქს მაგათს ტურინის „იუვენტუსის“ საყრდენი ნახევარმცველის, მოჰამედ სისოკოს გადაბირება უნდა, რაც თვითონ ფელიქსმა ოფიციალურად დაადასტურა. სამ დღეში საქმემ წინ წაიწია. იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, „შალკე“ და „იუვენტუსი“ ორივე მხარისთვის სარფიან გარიგებას ამზადებენ: სისოკო შეიძლება ივან რაკიტიჩში გაიცვალოს. მაგათს ტურინში უკვე გაგზავნილი ჰყავდა მსტოვრები, ხოლო „იუვეს“ სპორტული დირექტორი ფაბიო პერატიჩი პირადად ესაუბრა რაკიტიჩის მრჩეველს.
რაკიტიჩის აგენტი არ მალავს, რომ ტურინელები მისი კლიენტით მართლაც არიან დაინტერესებულები, მაგრამ იქვე დასძენს, რომ სავარაუდოდ
ფაქტი ის არის, რომ მაგათს მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება, ტურინელებს კი რაკიტიჩის ტიპის შუამარბი არ ჰყავთ. მართალია, „ბებერი ქალბატონის“ თავკაც ლუიჯი დელ ნერის ტიპური გამთამაშებელი არ სჭირდება, რადგან „იუვეს“ კლასიკური 4-4-2-ით ათამაშებს, მაგრამ რაკიტიჩს საყრდენის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში, ფლანგზეც დადგება. „იუვენტუსი“ სისოკოს 7 მილიონ ევროდ აფასებს და ზუსტად ამდენივეს ითხოვს „შალკე“ რაკიტიჩში.
ამასობაში, გელზენკირხენულმა კლუბმა ჯერმეინ ჯონსიც (ასევე საყრდენი ნახევარმცველი) ტრანსფერზე დააყენა. „შალკეში“ სხვა ტრანსფერიცაა მოსალოდნელი - 21 წლის მარიო გავრანოვიჩს, რომელიც ასევე ვერ ჩაჯდა მაგათის გემოვნებაში, „ზანკტ პაული“ ეპატიჟება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ „შალკედან“ თავდამსხმელ ერიკ იენდრიშეკის წასვლაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ახალგაზრდა სლოვაკი თავდამსხმელი, რომელიც „ხუმარებმა“ ზაფხულში „კაიზერსლაუტერნიდან“ გადაიბირეს, სეზონის მეორე ნახევარს განათხოვრების წესით „პანათინაიკოსში“ გაატარებს.
.