მანუელ ნოიერი: მესი და რონალდო მსოფლიო ბრენდები არიან და რას ვაჯობებ?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა "ოქროს ბურთის" დაჯილდოების წინ კომენტარი გააკეთა, სადაც თავისი შანსები შეაფასა.

გერმანელი გოლკიპერი კმაყოფილია, რომ ის პრესტიჟული პრემიის სამ კანდიდატს შორის მოხვდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შანსი მინიმალურია.

ნოიერის თქმით, "ოქროს ბურთი 2014"-ისთვის ბრძოლაში ის კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის მარტო იმიტომ ვერ აჯობებს, რომ ისინი მსოფლიო ბრენდები არიან.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ ნომინანტთა შორის მოვხვდი. ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, თუმცა, ბუნებრივია, ფავორიტი მე არ ვარ. ჩემი კონკურენტები - ნამდვილი მსოფლიო ბრენდები არიან და
ეს, რა თქმა უნდა, მათ უპირატესობას აძლევს", - აქვეყნებს ნოიერის ნათქვამს Süddeutsche Zeitung-ი.

ლაურეატის ვინაობა ციურიხში გამართულ ღონისძიებაზე, 2015 წლის 12 იანვარს გაცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგიეროდ შენ მსოფლიოს ჩემპიონი ხარ

მესი და რონალდო მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ ეღირსნენ

დაიკიდე ეგ ოქროს ბურთი
cotne
09:23 26-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული