მიუნხენის "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაელაპარაკება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მყარად გადაუწყვეტია. ამის შესახებ Fussballs Transfers-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, "ბაიერნის" წარმომადგენლები ესპანელ სპეციალისტთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში აპირებენ. გვარდიოლას გერმანულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება.

სხვათა შორის, "ბაიერნის" ერთ-ერთ შეფს, კარლ-ჰაინც რუმენიგესა და კლუბის სპორტულ დირექტორს, მათიას ზამერს უწინ არაერთგზის უთქვამთ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან გვარდიოლას მუშაობით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული