ბუნდესლიგის ბომბარდირი თურქეთში მიდის

AutoSharing Option
ფრანკფურტის "აინტრახტის" ფორვარდმა ალექსანდრ მაიერმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის "ფენერბაჰჩეში" გააგრძელოს.

კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თითქმის ყველაფერი მზადაა 31 წლის ფეხბურთელის თურქეთში გადასაბარგებლად, - ამტკიცებს თურქული გამოცემა Fanatik-ი.

როგორც ირკვევა, "ფენერბაჰჩეს" მაიერის კანდიდატურა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ურჩია, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს სტამბულური გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ისმაილ ქართალთან.

მაიერი პირველი წრის შემდეგ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია 13 გოლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული