ხავი მარტინესი: გვარდიოლა ჭკუიდან შეიშლება!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სხვა თანამდებობაზე.

მარტინესმა ამ თემაზე ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ისაუბრა. დაიწერა, რომ "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოან ლაპორტა კატალონიური გრანდის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში განზრახული აქვს, გვარდიოლა კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნოს.

იტყობინებოდნენ ასევე, რომ ლაპორტა ამის თაობაზე უკვე ელაპარაკა "ბაიერნის" დამრიგებელს.

"წავიკითხე ამის შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ პეპი ძალიან კარგად გრძნობს თავს "ბაიერნში". ის აღფრთოვანებულია ქალაქით, ხალხითა და კლუბით და სიმართლე გითხრათ, ვერ
წარმომიდგენია ის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. მას მწვრთნელის ყოველდღიური სამუშაო სჭირდება, ის უნდა გრძნობდეს ბალახის სუნს. სხვანაირად ბედნიერი ვერ იქნება. თუ პეპი ვარჯიშებსა და თამაშებს შორიდან მიადევნებს თვალს, აუცილებლად ჭკუიდან შეიშლება", - მოჰყავს ხავი მარტინესის სიტყვები El Mundo Deportivo-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული