დორტმუნდის "ბორუსია": ილქაი გიუნდოგანს ისევ უჭირს

AutoSharing Option
რამდენიმე სიახლეა დორტმუნდის "ბორუსიას" ბანაკში. პირველ რიგში, მორიგ ტრავმირებულზე უნდა ვთქვათ. შაბათს გამართულ ამხანაგურ მატჩში ("ფორტუნასთან", 1:1) ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს. მიზეზი ბარძაყის დაზიანება იყო.

"კუნთი დავიჭიმე. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა სამედიცინო შემოწმება, მაგრამ თავს არც ისე ცუდად ვგრძნობ", - განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი გიუნდოგანის ტრავმის ხარისხზე.

ამასობაში, საერთო ჯგუფს შეუერთდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი. ასე რომ, სომეხი ფეხბურთელი მზად იქნება მეორე წრის პირველი ტურისთვის.

* * *
"რომას"
ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე "დორტმუნდში" აღმოჩნდეს. გერმანული კლუბი მზად არის, ბელგიელში 26 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მოლაპარაკებებისას პრობლემა ის არის, რომ ნაინგოლანზე უფლებებს მისი ყოფილი კლუბი - "კალიარიც" ფლობს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ორივე გუნდი 13-13 მილიონს მიიღებს.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ნაინგოლანმა 17 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული