კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბაიერნი" მეორე წრისთვის მზად არის

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში სეზონის მეორე ნაწილის დაწყებამდე მხოლოდ სამი დღე დარჩა. "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მოუთმენლად ელოდება პარასკევს, როცა მიუნხენელები სტუმრად "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ითამაშებენ.

"ჩვენ გვიწევს შეხვედრა უახლოეს კონკურენტთან, რომელსაც მეორე ადგილი უკავია გათამაშების ცხრილში. ამ მატჩში ჩვენ წარმატების იმედი გვაქვს", - აცხადებს რუმენიგე. fcbayern.de-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში მან საკუთარი აზრი გამოთქვა ამ და სხვა საკითხებზე.

..."ვოლფსბურგთან" შეხვედრაზე: "მოუთმენლად ველოდები სეზონის მეორე ნაწილის დაწყებას. უახლოესი უქმეები საკმაოდ ცხელი უნდა გამოვიდეს: ჩვენ ხომ უახლოეს მდევართან გვიწევს შეხვედრა".

..."ვოლფსბურგის" ფეხბურთელის, ჯუნიორ მალანდას დაღუპვის
შესახებ:
"ეს უდიდესი ტრაგედიაა. პარასკევს პატივს მივაგებთ მას წუთიერი დუმილით. თითოეულ ფეხბურთელს შავი სამკლავური ეკეთება. პირადად მივუსამძიმრე მალანდას მშობლებს".

...ბუნდესლიგაში დიდ უპირატესობაზე: "სეზონის მეორე ნახევარს ვიწყებთ არა ეიფორიით, როგორც ამას ჩვენგან ელიან, არამედ მეტოქეებისადმი ღრმა პატივისცემით. გათამაშების ცხრილში ადგილების გადანაწილების საკითხი ჯერ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. შესანიშნავად მესმის, რომ სხვა კლუბების გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ კონკურენტებთან სხვაობა შემცირდება. ჩვენი ამოცანა კი უბრალოა: ვითამაშოთ წარმატებული და ლამაზი ფეხბურთი. დღემდე ამას ვახერხებდით. ახლა აუცილებელია, სწრაფად შევიდეთ საჭირო რიტმში".

...პეპ გვარდიოლას მომავალზე: "ყველასთვის ცნობილია, რომ ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის მოქმედების ვადა კიდევ თვენახევარს შეადგენს. ზამთრის პაუზამდე ვუთხარით მას, რომ საზოგადოება აუცილებლად დაინტერესდებოდა ესპანელის მომავლის შესახებ, მაგრამ ისიც დავამატეთ, რომ ეს საკითხი მხოლოდ 2015 წლის მეორე ნახევარში დაისმება დღის წესრიგში. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია უახლოეს მატჩებზე კონცენტრირება. შემდეგ ყველაფერს მშვიდ ვითარებაში განვიხილავთ. შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს".

...დორტმუნდის "ბორუსიაზე": "ბორუსია" არ გავარდება მეორე დივიზიონში. მას ძალიან არ უმართლებდა სეზონის პირველ ნახევარში. სიტუაცია გააუარესა ცუდმა საკადრო პოლიტიკამ, მაგრამ ეს უმაღლესი დონის კლუბია, რომელსაც შეუძლია სამი, ოთხი ან ხუთი მატჩის ზედიზედ მოგება. ამ შემთხვევაში, მას ექნება გათამაშების ცხრილში ზემოთ ასვლის შანსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული