აღნიშნავენ, რომ "ჰამბურგი" გერეროს ტრანსფერზე მას შემდეგ გადაერთო, რაც "ლევერკუზენმა" უარი განაცხადა შვეიცარიელი იოსიპ დრმიჩის გაყიდვაზე.
"ჩვენ გვქონდა კონტაქტი ბუნდესლიგასთან. გერეროს სურს გერმანიაში დაბრუნება. მისი კონტრაქტის ვადა "კორინთიანსთან" ზაფხულში იწურება", - განაცხადა გერეროს აგენტმა ტომას ფოგელმა.
* * *
გერმანელმა მილიარდერმა კლაუს-მიხაელ კიუნემ გამოისყიდა "ჰამბურგის" საშინაო სტადიონის სახელწოდებაზე უფლება.კიუნე "ჰამბურგს" გულშემატკივრობს და საკუთარი ფული დახარჯა იმისთვის, რომ
ბოლო 15 წლის განმავლობაში, "ჰამბურგის" სტადიონმა სამჯერ შეიცვალა სახელი სხვადასხვა სპონსორისთვის უფლებების მიყიდვის გამო. თავიდან მას "აოლ არენა" ერქვა, შემდეგ "ნორდბანკ არენა", ბოლოს - "იმტეხ არენა".
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კლაუს-მიხაელ კიუნემ "ჰამბურგს" 25 მილიონი ევრო გამოუყო ტრანსფერებისთვის.
* * *
"ჰამბურგთან" დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლეა: კლუბს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს გახლავთ ბიზნესმენი იენს მაიერი, რომელმაც არჩევნებში ხმების 84 პროცენტი მიიღო.მაიერი ცნობილია ჰამბურგის პორტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"